აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. მადონა ტაკიძე ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
„56 წლის არის გარდაცვლილი. ის 17 ოქტომრიდან მკურნალობდა. მდგომარეობა მალევე დამძიმდა და გადაყვანილი იყო რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. კორონავირუსის შედეგად ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. არ ქონია თანმხლები დაავადებები. სამწუხაროდ ის დღეს დილით გარდაიცვალა“, – განაცხადეს კლინიკაში.
აჭარაში მედპერსონალის გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.
კომენტარები