• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასტროლოგი ნოემბრის ყველაზე დაძაბულ დღეებს ასახელებს

ალია ავტორი - ალია
11:09 11-02-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
676

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვაცნობს და ასახელებს ამ თვის მნიშვნელოვან დღეებსა და მოვლენებს.

ინგრესია:

* 8 ნოემბერი > ვენერა სასწორის ზოდიაქოში

* 10 ნოემბერი > მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში

* 22 ნოემბერი > მზე მშვილდოსნის ზოდიაქოში

* 24 ნოემბერი > მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოში

რეტროგრადული პლანეტები:

* 4 ნოემბერი > სატურნის დირექტიულად მოძრაობის დაწყება

* ნოემბერში რეტროგრადულია: იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი.

* ახალმთვარეობა – 13 ნოემბერი (13:27 საათზე)

* სავსემთვარეობა – 27 ნოემბერი (13:16 საათზე)

დაძაბული დღეები: 3, 4, 10, 11, 12, 13, 18, 22, 23, 24, 25, 27

ჰარმონიული დღეები: 14, 15

ნოემბერი – 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია თვე იქნება (თუ ყველაზე დაძაბული არა). პირველ რიგში იმიტომ, რომ საერთოდ, ნოემბერი „მარსიანული“ თვეა (კლასიკურ ასტროლოგიაში ნოემბრის ზოდიაქოს ნიშანს სწორედ პლანეტა მარსი მართავს), მეორე რიგში კი, მთელი თვის განმავლობაში შენარჩუნდება მზე-მარსის შეერთება, რომელიც დაპირისპირებაში იქნება იუპიტერთან და ურანთან. ეს ცალსახად მიუთითებს კონფლიქტურობის, ავარიულობის, ხანძრებისა და ტერორისტული აქტების ალბათობის მომატებაზე. ადამიანებში ნერვული სისტემა დაძაბული, საერთო სიტუაცია კი ფეთქებადსაშიში გახდება.

ბუნებრივია, ეს მაქსიმალური დაძაბულობა პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომზე და ისრაელ-ჰამასის შეიარაღებულ კონფლიქტს შეეხება. ამ თვეში შეტაკებები ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იქნება, რაც აქამდე გვინახავს. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ნოემბრის მეორე ნახევარში ნეგატიურად აისახება ამ ქვეყნების თუ ტერიტორიების მმართველებზეც კი. ეს შეიძლება იყოს როგორც რუსეთის, უკრაინის ან სულაც ამერიკის პრეზიდენტის, ასევე ისრაელის და ჰამასის მმართველი პირების საერთო მდგომარეობა. ერთი ასპექტი შესაძლოა იყოს, რომელიმე მმართველის სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობას დაკავშირებით ან რომელიმე მათგანს მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აქამდე არ მიუღია.

ნოემბერი – ეს არის ერთგვარი შემოტრიალების წერტილი, რომელიც შეიძლება აღვიქვათ როგორც 2023 წლის დასასრულის დასაწყისი და 2024 წლის ერთგვარი გარიჟრაჟი. სწორედ ნოემბერი წყვეტს, თუ როგორ დასრულდება მიმდინარე წელი და როგორ დაიწყებს 2024 წელი განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაძაბულობა მაქსიმალური სიხშირით ამა წლის 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება, ანუ იქამდე სანამ მარსი მორიელის ზოდიაქოს არ დატოვებს.

დადებითი კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ეს დაძაბული ენერგია ბევრ ადამიანს აიძულებს ბოლო-ბოლო განახორციელოს ის ცვლილებები, რომლებსაც ბოლო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მით უმეტეს, რომ 4 ნოემბერს პლანეტა სატურნი დირექტიულად დაიწყებს მოძრაობას (ის 17 ივნისიდან რეტროგრადულად მოძრაობდა). ეს მიანიშნებს, რომ ის წინაღობები, რომლებიც ივნისის მეორე ნახევრიდან დაწყებული შეიქმნა, ნელ-ნელა განეიტრალდება და მოსალოდნელია ეს ბევრი ადამიანის, კომპანიის თუ ორგანიზაციის ცხოვრებაში სისტემური ცვლილებების დაწყების საფუძველიც კი გახდეს. თუმცა ამ ყველაფრის რეალიზაცია უფრო 12 ნოემბრიდან დაიწყება. ეს იმიტომ, რომ ნოემბრის პირველ დეკადაში სატურნი სტაციონარული იქნება, ამიტომ ბევრი საკითხის გადაჭრა შეუძლებელი თუ არა, გართულებული იქნება. უფრო მეტიც, მოსალოდნელია გარკვეული საკითხები დამუხრუჭდეს კიდეც (აქედან გამომდინარე, ნოემბრის პირველ დეკადაში ხასიათის ყველაზე გამოსადეგი თვისება – მოთმინება იქნება). ინდივიდუალურ დონეზე 12 ნოემბრიდან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება და წარსულში გაწეული შრომა დაფასდება. სწორედ ამ პერიოდიდან არის სასურველი ადმინისტრაციული თუ სამსახურებრივი ცვლილებები.

8 ნოემბერს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა თავის ნიშანში – სასწორში გადავა და იქ 4 დეკემბრამდე დარჩება. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანებში გაძლიერდება სილამაზისადმი და ესთეტიკისადმი მიმართ სიყვარული. ასე რომ, 8 ნოემბრიდან თვის ბოლომდე არა მხოლოდ კარგი დრო იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, არამედ პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვისაც. სასიკეთო შედეგებს მოიტანს მოლაპარაკებები და შეთანხმებები, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება.

10 ნოემბერს მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა. აქედან გამომდინარე, აზროვნების პროცესი აქტიური, ენერგიული და რაც მთავარია, ფილოსოფიური გახდება. ბევრი ადამიანი მოიფიქრებს მასშტაბურ იდეებს, ასევე შეძლებს სწავლასთან, უცხოეთთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

ბევრი ადამიანი მოიფიქრებს მასშტაბურ იდეებს, თუმცა მათი რეალიზაციისთვის საჭირო იქნება დიდი ძალისხმევის გამოვლენაც, რაც უფრო მეტად შესაძლებელი 14 ნოემბრიდან იქნება. ნოემბრის მეორე და მესამე დეკადა საკმაოდ კარგი იქნება გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვისთვის და რეალიზაციისთვის დაწყებისთვისაც (ოღონდ, ესეც 13 ნოემბრის, ახალმთვარეობის შემდეგ უნდა მოხდეს).

13 ნოემბრის ახალმთვარეობა შესაძლებელია რთული დღე გამოდგეს, რადგან ეს იქნება მორიელის ნიშანში. ეს სირთულე და დაძაბულობის განცდა მაღალი იქნება 12 ნოემბერსაც. ამიტომ 12-13 ნოემბერს არასასურველია ცვლილებების განხორციელება, ახალი პროექტების დაწყება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება. საერთოდ, 13 ნოემბერს დაფიქსირდება მზესა და ურანს შორის ზუსტი ოპოზიციური ასპექტი. ეს მკვეთრად გაზრდის სიტუაციის მოულოდნელად შემოტრიალების ალბათობას, ამიტომ 12-13 ნოემბერი სჯობს მშვიდად გავიაროთ, ანუ ყოველგვარი რისკის შემცველი გადაწყვეტილებების გარეშე.

14 ნოემბრიდან ინდივიდუალურ დონეზე საერთო სიტუაციები შედარებით დაბალანსდება და დასტაბილურდება. ის, რისი კეთებაც ადამიანებს თუნდაც ნოემბრის პირველ დეკადაში უნდოდათ და ვერ შეძლეს, ნოემბრის მეორე ნახევარში შესაძლებელი გახდება. ბევრი ადამიანი პროცესებს უფრო მშვიდად და რაც მთავარია, ორგანიზებულად წარმართავს. საერთოდ, 14-24 ნოემბრის შუალედი, ანუ ახალმთვარეობიდან იმ პერიოდამდე, სანამ მარსი მორიელის ნიშანს დატოვებს, მიზანსწრაფვისა და პრინციპულობის გამოვლენით ბევრი საკითხის მოგვარება გახდება შესაძლებელი.

22 ნოემბერს მორიელის ზოდიაქოს – მზე, ხოლო 24 ნოემბერს – მარსი დატოვებს. ამით დასრულდება 44 დღიანი მორიელის ნიშნის ეპოპეა, რომელიც დაკავშირებული იყო მზე-მარსის მორიელში მოძრაობასთან და ურანთან (კუროში) დაპირისპირებასთან. საერთო დაძაბულობის ხარისხი და ზემოთ ნახსენები შეიარაღებული შეტაკებების ალბათობა ბუნებრივია, მინიმუმამდე არ დავა, თუმცა რაღაც დონეზე საერთო სიტუაცია უფრო მეტად გამოსწორდება.

27 ნოემბერს სავსემთვარეობა იქნება, რომელიც მთლიანობაში „მსუბუქად“ გამოვლინდება და დაუკავშირდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება-გადაცემას, ურთიერთობებს, კავშირებს და ამასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

29 ნოემბერს კი ვენერა შეუერთდება მთვარის დაღმავალ კვანძს, რაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ნოემბრის ბოლო დღეებს კარმული მნიშვნელობა ექნება. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული საკითხები, რომლებიც წარსულიდან მოდის და ჯერ კიდევ გაურკვეველ-მოუგვარებელია, სწორედ ნოემბრის ბოლო რიცხვებში გააქტიურდეს. ეს განსაკუთრებით შეეხება პირად ცხოვრებასთან და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved