დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებაა, რაც ბევრი ფაქტორით არის გამოწვეული.
მისივე თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.
მისი თქმით, „ასტრაზენეკაზე“ შექმნილ დეფიციტზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ბევრი კვლევით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უმჯობესია, „ატსტრაზენეკას“ განმეორებითი ვაქცინა 8-დან 12 კვირის შუალედში ჩატარდება.
კომენტარები