„ასტრაზენეკას“ ვაქცინა კოვიდ 19-ის ინდური დელტა და კაპპა ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
კვლევის პროცესში, გამოჯანმრთელებული და ვაქცინირებული პირების სისხლში მონოკლონური ანტისხეულები გამოიკვლიეს, კერძოდ, თუ რამდენად შეუძლიათ მათ დელტასა და კაპას ვარიანტების განეიტრალება.
კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა.
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები დელტას ვარიანტის წინააღმდეგ 90%-ზე მეტ დაცვას უზრუნველყოფენ.
კომენტარები