სამოქალაქო აქტივისტი, ცხოველთა დამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი:
,,ასობით მკვდარი ლეკვი, კნუტი, ძაღლი თუ კატა გამოუტანიათ ჩამონათვალი კლინიკებიდან, რომლებიც თურმე ვადაგასულ პრეპარატებს იყენებდნენ და უკეთებდნენ ამ საბრალოებს.
დედა მო@@ყან სათითაოდ ყველა მაგ კლინიკის მეპატრონის და ვეტერინარის”
შეგახსენებთ, დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტკლინიკები შეამოწმა და აღმოჩენილი ვადაგასული პრეპარატების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:
,,სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა, დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში: შპს „ახალი ვეტერინარული კლინიკა“, ინდმეწარმე დ. ს., შპს ვეტერინარული კლინიკა „ვეტ.არტ“, შპს ,,დტნბ’’, შპს „ზარავეტ“, შპს „ვეტცენტრი ზოოპლაზა“, ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს „ვეტ. საავადმყოფო“.
ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.”














კომენტარები