• რეკლამა
  • კონტაქტი
22:08, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასობით ადამიანის გვამი მდინარეში დაცურავს – კორონავირუსის ანტირეკორდი ინდოეთში

ალია ავტორი - ალია
11:00 05-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ინდოეთის წმინდა მდინარე განგის სანაპიროებთან ასობით ადამიანის ცხედარი გამოირიყა. გარდა ამისა, გვამები სანაპიროების ქვიშაშიც იპოვეს. უტარ პრადეშის-შტატის ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ გარდაცვლილები COVID-19-მა იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

პირველად ცხედრები ბიჰარის შტატის სანაპიროებთან 10 მაისს შენიშნეს. მაშინ 71 გვამი გამოირიყა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ცხედრები მდინარეში, სავარაუდოდ, კრემატორიუმებში ადგილების დეფიციტის გამო გადაყარეს. მეორე დღეს, სოფელ გაჰმარში კიდევ ათობით გვამი აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ცხედრების გამორიყვა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ხელისუფლება მათ პრეტენზიებს საშინელი სუნის შესახებ ყურადღებას არ აქცევდა, სანამ ცხედრების ამბები მედიაში არ მოხვდა. ახლა ხელისუფლება ცხედრებს მდინარიდან იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსები, როგორც წესი, გარდაცვლილების კრემაციას ატარებენ, ბევრი თემი jal-pravah-ს მისდევს. ესააა პრაქტიკა, როდესაც ბავშვების, გაუთხოვარ გოგონებს ან მათ, ვინც ინფექციური დაავადებების ან გველის ნაკბენისგან იღუპება, მდინარეში მარხავენ. გარდა ამისა, კრემაციის სახსრები ღარიბებს არ აქვთ, ამიტომ ისინი ცხედრებს თეთრ მუსლინში ახვევენ და წყალში ყრიან. ზოგჯერ გვამებს ქვებს ამაგრებენ, რათა ისინი ზედაპირზე არ ამოვიდეს. 

ამასთან, ინდოეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია კიდევ 2,67 მილიონზე მეტ პირს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 25 496 330 ადამიანია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას კიდევ 4529 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ქვეყანამ მორიგი ანტირეკორდი დააფიქსირა. დაღუპულთა რიცხვი 283 248-მდე გაიზარდა.

სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved