• რეკლამა
  • კონტაქტი
04:05, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ უკრაინას ექვსი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს – ლოიდ ოსტინი

ალია ავტორი - ალია
11:46 04-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

შეერთებული შტატები უკრაინას ექვსი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს ამერიკელი მწარმოებლებისთვის იარაღის შეკვეთის ფარგლებში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ვალდებულება, რომელსაც შეერთებული შტატები ახორციელებს უკრაინის დასახმარებლად.

შეკვეთა მოიცავს „პეტრიოტისა“ და „ნასამსის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკული კომპონენტების შეძენას, უპილოტო აპარატების საწინააღმდეგო უფრო მეტ სისტემას, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და „ჰაერი-მიწის“ ტიპის რაკეტების მნიშვნელოვან რაოდენობას. თანხა ასევე დაფარავს არსებული ობიექტების მოვლა-პატრონობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროებებს.

„ეს საშუალებას მოგვცემს, შევისყიდოთ უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიისგან. ეს საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ გაგზავნოს კრიტიკული საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ჯავშანტექნიკის შესაძლებლობები ჩვენი სამხედრო რეზერვიდან უკრაინაში. ვაშინგტონი აგრძელებს მოლაპარაკებებს თავის მოკავშირეებთან უკრაინის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის, „პეტრიოტის“ მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს „პეტრიოტი“, აფასებს მას.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ, ვიმუშაოთ რიგ ქვეყნებთან „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემების მოსაპოვებლად“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved