აშშ-ში, ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარ სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანიც, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაღუპულია თავად ის პირიც, რომელმაც შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები