• რეკლამა
  • კონტაქტი
19:54, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქა

ალია ავტორი - ალია
16:21 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების ნაწილი გააუქმა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ვაშინგტონის მხრიდან თეირანის მიმართ გარკვეული დათმობა.

„სანქციებიდან გარკვეული გამონაკლისის დაშვება იმით არის განპირობებული, რომ მესამე ქვეყნებს ირანის უსაფრთხოების და ბირთვული გაუვრცელებლობის პროგრამებში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცეს“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამასთანავე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ მხარეები ირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალ შეთანხმებასთან ახლოს არიან.

სანქციებიდან გამონაკლისი საშუალებას აძლევს რუსულ, ჩინურ და ევროპულ კომპანიებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე იმუშაონ. საუბარია სამ პროექტზე – არაქსის კვლევით რეაქტორზე, ფორდოს ურანის გამამდიდრებელ ქარხანაზე და ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და სანქციების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. 2020 წელს მან ირანის ბირთვული პროგრამისთვის ყველა გამონაკლისი გააუქმა.

ამჟამად ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ირანის მოთხოვნაა საერთაშორისო სანქციების გაუქმება. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved