• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
11:33 04-21-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს.

კანონპროექტის დამტკიცებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მათ უკრაინის დროშები აფრიალეს. ახლა პროცედურულად, კანონპროექტი განსახილველად სენატში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მას ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ჯო ბაიდენმა თავის დროზე უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერს.

კანონპროექტის თანახმად, 23.2 მილიარდი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვაზე დაიხარჯება, ხოლო მაგალითად 7.85 მილიარდი პირდაპირ ფინანსურ დახმარებაზე ანუ უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებაზე.

მანამდე, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეების მიერ შემოთავაზებული ოთხივე შესწორება უარყო, რის შემდეგაც სპიკერ, მაიკ ჯონსონის შეთავასებულ ვერსიას დაუჭირა მხარი.

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა – მან კანონმდებლებს მოუწოდა კანონპროექტი რაც შეიძლება მალე გადაუგზავნონ.

ცნობილია, რომ სენატში კანონპროექტის განხილვა, სამშაბათს, 23 აპრილს შედგება.

8 მარტს ბაიდენი კონგრესში სიტყვით გამოვიდა – მაშინ თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მისი დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბაიდენმა თქვა, რომ დემოკრატია საფრთხეშია. მან კანონმდებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაამტკიცონ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ დატოვებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved