პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს მოსაზრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სანქციების დაწესება არ ელოდება.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით სერგეენკო საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან წინასწარ დაანონსებულია ის თემები, რაზეც იქნება კონსულტაციები.
„მათი მხრიდან რაიმე სანქციებზე ან რაიმე სხვა ნეგატიური ნაბიჯების გადადგმაზე საუბარი არ ყოფილა. მათი საქართველოში ჩამოსვლა ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ ადასტურებს”, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია სტუმრობს.
კომენტარები