აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მოპარული კრიპტოვალუტის რეკორდული პარტია ამოიღო. მისი ღირებულება 3,6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ BBC იუწყება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ბიტკოინები ჰაკერმა მოიპარა, რომელთა ფასი ამჟამად 4.5 მლრდ დოლარს შეადგენს. აქედან 3,6 მლრდ-ს მოძიება მოხერხდა.
ამ ფულს სხვადასხვა ანგარიშისა და სხვა კრიპტოვალუტების მეშვეობით ნიუ-იორკში დაკავებული ილია ლიხტეინშტეინი და მისი ცოლი ჰეზერ მორგანი „ათეთრებდნენ“. 25 ათასი ბიტკოინი მაშინ ჰაკერებმა კრიპტოვალუტის ბირჟის გატეხის შედეგად მოიპარეს. მაშინ მათი ფასი 70 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
კომენტარები