• რეკლამა
  • კონტაქტი
10:27, პარასკევი, 13 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასეთ პირობებში “ნამახვანჰესი” ვერ აშენდება – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
11:35 04-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ასეთ პირობებში “ნამახვანჰესი ” ვერ აშენდება. ძალის გამოყენებით არაფერი გამოვა – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, პროცესი უნდა შეჩერდეს და ყველანაირი ძალის გამოყენების გარეშე, კომპანიამ ადგილობრივი მოსახლეობა ეკოლოგიურ საკითხებში მეტად უნდა დაარწმუნოს და თუ საჭირო იქნება, მეტი კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს. 

“ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, “ნამახვანჰესი” არ აშენდება და საქართველოს, სამწუხაროდ, აქვს ამის დიდი გამოცდილება, რომ შეიძლება, ერთი მხრივ, მისასალმებელი პროექტი ხელისუფლების არასწორი მართვის, სიხარბის, სიწუწკის, გაუმჭვირვალობის, კორუფციისკენ მიდრეკილების გამო, აღარ გაკეთდეს. დღეს სრულიად ცალსახაა, როდესაც აღარ დარჩა პარტნიორი ადამიანი ადგილზე ამ კომპანიას და ხელისუფლებას, ასეთ ვითარებაში ჰესი ვერ აშენდება. ეს არ არის პატარა ქოხი! ჰესი, რომელსაც იქ მცხოვრები ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არ უჭერს მხარს, ვერ გაკეთდება. ჩემთვის მთავარია ერთი საკითხი – კერძო მესაკუთრეები, რომლის უფლებები არის აბსოლუტური. მთავარი ის კი არ არის, ხელისუფლებასთან და პოლიციასთან ირბინოს ამ კომპანიამ, თუ კომპენსაციის საკითხია, ხალხს მეტი ფული შეჰპირდეს, იმიტომ, რომ ადამიანები იქ საუკუნეებია ცხოვრობენ და აყრა უწევთ. ამიტომ არა სპეცრაზმის, არა გაზის, არა წყლის ჭავლის და რაღაც უბედურებების ენით, არამედ, ჩვეულებრივი ადამიანური ენით უნდა შეთანხმდეს ორი მხარე, მათ შორის, თანხებთან დაკავშირებით. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩემთვის იქ მთავარია კერძო საკუთრება და არა რაღაც გაუგებარი ლოზუნგები, რომელსაც ხელისუფლება და კომპანია გვეუბნება. ასეთ პირობებში ჰესი ვერ აშენდება. ეს უნდა გაჩერდეს, ჩაცხრეს და მერე რაციონალურად უნდა დაჯდეს ეს კომპანია და არა პოლიცია და სახელმწიფო და ამ ადამიანებს თუ საჭიროა მეტი კომპენსაცია მისცეს, მეტად დაარწმუნოს ეკოლოგიურ საკითხებში. ასე ძალით არაფერი გამოვა”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი – თიბისი
ახალი ამბები

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი – თიბისი

15:16 06-12-2025
“თოში” — ყინულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“თოში” — ყინულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:35 06-12-2025
თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია – სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია – სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება

13:40 06-12-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება

15:49 06-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved