• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არცერთი ქალი დეპუტატისთვის, არც კაცისთვის მე პირადად შეურაცხყოფა არ მიმიყენებია” – ბექა ოდიშარია

ალია ავტორი - ალია
19:22 04-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

” – ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებული უხამსი განცხადებების გამო ბექა ოდიშარია ახლა თავს იმართლებს.

“ოცნების” დეპუტატი წუხს, რომ საზოგადოებას უხამსი რეპლიკების მოსმენა ეთერით მოუწია და მათ ამის გამო ბოდიშს უხდის, თან ირწმუნება, რომ გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია.

ოდიშარია ამტკიცებს, რომ მისი უხამსი განცხადება რომელიმე ქალი დეპუტატის მისამართით არ ყოფილა გაკეთებული.

“ჩემი გამონათქვამის გამო ვწუხვარ საზოგადოების წინაშე. ეს არ არის მისაღები და მოსასმენად, წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია და მე ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი ამ მხრივ, რადგან მე არ გამოვირჩევი ასეთი ლექსიკით. მე არამცთუ ქალი კოლეგისთვის, არამედ მამაკაცისთვისაც კი არ მიმიყენებია შეურაცხყოფა 8 წლის განმავლობაში.

ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ – არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერ ნახავთ სადმე, რომ მე რომელიმე კონკრეტული სახელი, ან გვარი, ან ჩემი კოლეგა მითუმეტეს ვახსენე. უხამსია გეთანხმებით… თქვენი მითითებით ბოდიშს არ მოვიხდი… მე თუ მომინდება და ჩავთვლი საჭიროდ მაშინ….

ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი არის მიუღებელი, ამისთვის არა თქვენ, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, რადგან არ არის ჩემგან ის მიჩვეული მსგავს გამონათქვამს. თუ ამ გამონათქვამმა პირადად ვინმე შეურაცხყო, მე ბოდიშს ვუხდი, განსაკუთრებით საზოგადოებას, მაგრამ მე პირადად არავინ დამიიდენტიფიცირებია ეს ფაქტია და ფაქტი ჯიუტია.

ძალიან ვწუხვარ და მე ვერავის თითით მინიშნებას ვერ მივიღებ… ბოდიშს ვიხდი ეს ფაქტია…

ესენი დედის გინებაზე უარესს აკეთებდნენ. 8 წელია თმენის ვალდებულებას ვითვალისწინებ, მაგრამ ერთი წამოცდენა ჯაშუშურად ჩაიწერეს და მონათლეს თავდასხმად ქალ დეპუტატებზე. ამ გამონათქვამს ქალთა კვოტირებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. საკმაოდ დამონტაჟებულია, იქ ტექსტებია გადადებული, მეც მაქვს ეგ ვიდეო. ვიმეორებ არცერთი ქალი დეპუტატისთვის, არც კაცისთვის მე პირადად შეურაცხყოფა არ მიმიყენებია” – განაცხადა ოდიშარიამ.

თეგები: ბექა ოდიშარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved