“ივანიშვილის რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვევს საზოგადოებას, რომ იმ ქვეყნების რიგიდან, რომელსაც სურს თავისუფალი სამყაროს წევრი იყოს, გადავინაცვლეთ პუტინის რუსეთის ბანაკში – ესაა საგანგაშო სიმართლე”,- ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომ ციხეში მიხეილ სააკასვილის მონახულებაზე უარი მიიღო.
“მარტივია თვალი გადავავლოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება ევროპარლამენტარებს, ან ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრან ციხეში ნებისმიერი პატიმრის ნახვაზე. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ღიად აქვთ ნათქვამი უარი თავისუფალი სამყაროს წევრობაზე და არიან იმ ბანაკში, რომელიც უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს და არიან პუტინის რუსეთის ბანაკში. ეს არ არის ულტრირება. არცერთ ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ იყოს ნატო-ს, ევროკავშირის წევრი ან ზოგადად, თავისუფალი სამყაროს წევრი, არ შეიძლება ეს მოხდეს”,- განაცხადა ბოკერიამ.
gtmedia.ge
კომენტარები