საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულიას თქმით, არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა უნდა და არც იმ სენატორების ამერიკა, ვინც ფრონტერას თემას “ვითომ ნეიტრალურად” აფასებს. უმრავლესობის წევრი დასავლელ მეგობრებს ტენდენციურობაში ადანაშაულებს:
“არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აქ ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების გამტარებელი, ყოველგვარი კონტექსტებისა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე. ჩვენ არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა გვინდა, სიმართლე რომ გითხრათ და არც ისეთი სენატორების ამერიკა, რომლებიც ფრონტერას თემას ასე ვითომ ნეიტრალურად აფასებენ. საზოგადოებამ თუ არ დასვა დიაგნოზი საბოლოო ჯამში, ძალიან გვიანაა სამწუხაროდ, იმდენად ღრმადაა ეს ყველაფერი შესული”, – თქვა რომან კაკულიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
კომენტარები