• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა – მარინა ეზუგბაია

ალია ავტორი - ალია
12:13 04-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არ ვიცი, ასე მგონია, სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში, არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეზუგბაიამ აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.

„ეს იყო ჩემი სურვილი, რატომ იგებს ადამიანების ნაწილი ამას ისე, როგორც ფაქტს, მე არ ვიცი, მაგრამ მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი, მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში. ვინ როგორ გაიგო არ ვიცი, მაგრამ განმარტებას გავაკეთებ, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველად მოვიდნენ პირველ თებერვალს, პირველი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და სახელმწიფო, ანუ მთავრობა და ჯანდაცვის სამსახური თვისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივად, როგორც ერთი ორგანიზმი, მუშაობას და პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის, იმიტომ რომ გაყალბება ვერასდროს შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია კოვიდ დაავადებული პაციენტების მატება და მასთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და ვნახოთ რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა ყველა ჯერზე და ის აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიყვებოდა ამ სიტუაციას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved