• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არსებობს ღალატის სხვადასხვა ფორმა და დონეები, მაგრამ მიატოვო შვილმკვდარი დედა – ღალატის უკიდურესი, ყველაზე მახინჯი ფორმაა“ – რას წერს ყოფილი მეუღლე ბექა პატურაშვილზე?

ალია ავტორი - ალია
10:24 10-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,340

სიმსივნით გარდაცვლილი 1 წლის ალექსი პატურაშვილის დედა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, ბექა პატურაშვილის ყოფილი მეუღლე, ნატალი ღვედაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პატარა ალექსის გარდაცვალების შემდეგ მეუღლემ მიატოვა და მას შემდეგ არ უნახავს.

“ბექა პატურაშვილი. ალექსის მამა და ყოფილი მეუღლე “Rustavi 2″- ის ჟურნალისტი, წამყვანი. ბევრი მეკითხება მასზე ამ ორი წლის განმავლობაში პირდაპირ თუ ირიბად, თუ რა მოხდა, სად დაიკარგა. ყველა ჩვენი მეგობარი თუ ნაცნობი. ბევრი უბრალოდ გზაზე თუ შემხვდა როგორაა მეკითხებიან, მოკითხვა გადაეციო.. ზოგს პირდაპირ ვპასუხობ, ზოგს კი დადუმებული ვუყურებ უსიტყვოდ. ზოგი ხვდება, ზოგიც ვერ. მაგრამ ამ მომენტში სწორად მიმაჩნია, რომ დავწერო სიმართლე. ეს ადამიანი ადგა და წავიდა ჩემი ცხოვრებიდან ჩვენი ალექსის გარდაცვალების მეორე დღეს, უბრალოდ ორი კვირით წავალ და მარტო ვიქნები, დავისვენებო. ალექსი რომ გარდაიცვალა მე ჯერ ისევ ა გონია ში ვიყავი ეგ რომ მითხრა და უბრალოდ ჩუმად ვიყურებდი როგორ გადიოდა სახლიდან ჩალაგებული ჩანთით, სადარბაზოსთან დავჯექი მარტო კიბეებზე და იმ დღის მეტი არაფერი არ მახსოვს. თუმცა მისი ზურგი, ჩანთა და ის თუ როგორ მიდის უკან მოუხედავად ორი წლის განმავლობაში ყოველი ღამე ვხედავდი სიზმარში გამოწერილივით, ერთიდაიგივე სცენარს ამ ორი წლის განმავლობაში. მას შემდეგ აღარ მინახავს. ცოტა დრო გავიდა და სმს შეტყობინებით მომწერა აღარ მოვალო და ის კი მახსოვს წასვლის დღიდან რომ იყო ჩართვებში და მუშაობდა სულ. მე ფიზიკურად კი გადაადგილების უნარიც აღარ მქონდა იმ მომენტში სტრესის ფონზე. მოვიდა ალექსის მე-9 დღე და პანაშვიდი უნდა გადამეხადა, ვიფიქრე იქ მაინც ერთად წავალთთქო საფლავზე, მივწერე და ვმუშაობ ვერ მოვალო, დახმარება მჭირდებათქო შენი და აღარ მი პასუხა. ან ზოგჯერ თუ მიპასუხებდა შენს თავს შენ მიხედეო. ბავშვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში წავიდა ზღვაზე დასასვენებლად, მაშინვე შეიძინა ავტომობილი. მოვიდა ალექსის ორმოცი და არ მოვიდა, მე წავედი ახლობლებთან ერთად, ის დღეც კარგად არ მახსოვს, უბრალოდ ვიცი რომ ჯოჯოხეთური იყო. მერე დაბლოკა ნომერი, გათიშა ყველაფერი და დაიწყო ჩემი არსების სრული იგნორი. ამ დროს ტელევიიით ვხედავდი რომ სულ მუშაობდა და მშვენივრად გამოიყურებოდა, ზოგჯერ მომღიმარი და პოზიტიური სახითაც. ეს ორი ფაქტი ვერაფრით შემაერთებელი ერთმანეთთან. მისი მხრიდან სრული იგნორი ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი, სუტკაში ყოველი წამი ვფიქრობდი რომ ან მომწერს ან დარეკავს, უბრალოდ მომიკითხვს ცოცხალი ვარ თუ არა, მაგრამ არა.. დაახლოებით ორი სამი თვე ოთახში ვიწექი პარალიზებული, ჩემი ტვინი ერთი წამით არ წუვეტდა ფიქრს ალექსზე და მასზე, ზოგჯერ საუბრის უნარია არ მქონდა, არ მეძინა უამრავი დილის წამლების ფონზე კი. ვერ დავდიოდი ფიზიკურად, ტირილის ენერგიაც არ მქონდა ზოგჯერ და უბრალოდ გადამწვარი და გამოფითული ცოტა ხნით თუ გავითიშებოდი. სულ მათ ვხედავდი სიზმარში, გაღვიძებისთანავე მტკიოდა მთელი ჩემი არსება რომ ისევ ამ ჯოჯოხეთურ რეალობაში ვიღვიძებდი და ვნატრობდი რომ გავმქრალიყავი. არ მჯეროდა რო

ეს მართლა მოხდა, იქნებ მე მოვიგინე ეს ტრაგიკული ისტორითქო, იქნებ ისევ მძინავს და ეს მესიზმრება. იქნებ ავარიაში მოვხვდი და კომაში ვხედავ ამ ყველაფერს, ზოგჯერ მეშინოდა გავგიჟდებოდი და ჩემებს ვყრეკავდი, ვავალებდი რომ თუნდაც ტყუილად ეთქვათ რომ ეს არ არის რეალობა და მალე ყველაფერი კარგად იქნება, მომატყუეთთქო ვეხვეწებოდი მათ. პირველი თვეები ვერ ვიბანდი, ვერ ვჭამდი, ოთახიდან ოთახში ვერ გავდიოდი, ზოგჯერ წამოვჯდებოდი საწოლზე და ერთ წერტილს საათობით ვუყურებდი, როგორ გადიოდა დრო ვერ ვგრძნობდი. ზოგჯერ ტელეფონს ვუყურებდი საათობით, მეგონა რომ აი ეხლა კი დამირეკავს, რატომ უნდა დამბლოკოს ადამიანმა რომელიც სულ მეუბნებოდა მთელი მისი ცხოვრების აზრი ვარ, არსი, სუნთქვა, ცხოვრება, სამყარო და ა.შ. მეც მეგონა რომ ამ ადამიანის იქით ცხოვრება არ არსებობდა, ასი პროცენტით, თვალდახუჭული ვენდობოდი პატარა ბავშვივით. უბრალოდ მის გარდა სხვა არავინ არც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ისე ჰგავდა ალექსი მას, მისი ასლი იყო და მეგონა მას თუ გნახავდი ამის ალექსისც ვნახავდი, ალექსის ნაწილს შევეხებოდი. ერთხელ ბლოკი მოხსნა თვეები შემდეგ და ეს რომ ვნახე კანკალით მივწერე, ერთხელ მაინც მოდი გნახავთქო, არანაირი კამათი და გარჩევა, არაფერი, უბრალოდ გნახავ რომ ალექსისნაირი თვალები გაქვს და მხოლოდ ერთხელ ჩაგეხუტებითქო, თან ბაიას სოსკა მას აქვს და იმასაცვნახავთქო, ეს სასიცოცხლოდ მჭირდებოდა, ვთხოვე მხოლოდ ამით დამეხმარეთქო, მაგრამ არა, მალევე ისევ დაბლოკა. ამ დროს ყველა საკუთარ კოლეგას თუ მეგობარს ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა, ისე თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. ეს ჩემთვის იყო ორმაგი ტრაგედია, ორმაგი სასიკვდილო დარტყმა. ეს იყო ზურგში ტყვია, საკონტროლო გასროლა. არსებობს ღალატის სხვადასხვა ფორმა და დონეები, მაგრამ მიატოვო შვილმკვდარი დედა-ღალატის უკიდურესი ფორმაა, ყველაზე მახინჯი ფორმა. ამის შემდეგ არ მოიკითხო, თუნდაც რაღაც ფირმით არ დაეხმარო ადამიანს, არც ფინანსურად, არც მორალურად, არც ფსიქოლოგიურად, იცის რომ არც სამსახური მაქვს.. ჩემი აზრით ეს არის ბოროტება. ადამიანებს მხოლოდ ფიზიკურად კი არ კლავენ ამ სამყაროში, მხოლოდ ფიზიკრი ჭრილობები კი არ არსებობს, შეიძლება სიტყვით, საქმით და საქციელიაც მოკლა ადამიანი, მისი მენტალური მხარე, მისი პიროვნება. რადგან გარეგნულად არ ჩანს ეს ჭრილობები, გვგონია რომ ეს არაფეერია, არასერიოზულია და მალე გაივლის. და კიდევ, იგნორი არის ფსიქოლოგიური ძალადობის უკიდურესი ფორმა, ოდითგანვე ასე იყო იყო, იგნორი არის ძალადობის ერთ-ერთი მომწამვლელი ფორმა, რომელიც შემდეგ იწვევს ათას სომატურ დაავადებას, მითუმეტეს ახლობელი ადამიანისგან, ეს იწვევს ძლიერ სულიერი ტანჯვას, რომელსაც არაფერი აყუჩებს. ასეთ დროს მიტოვება არის მორალური დანაშაული, რომელიც კანონით არ ისჯება და მხოლოდ მხოლოდ ადამიანის სინდისიერებაზე მეტყველებს, მის დონეზე, მორალურ და პიროვნულ განვითარებაზე. ეს იგივეა როგორც ბრძოლის ველზე შენი მეწყვილე დატოვო დაჭრილი მაგრამ ჯერ ისევ ცოცხალი.. ადამიანები ცხოველს ან მცენარესაც არ დატოვებენ მარტო სახლში. მან შუბლში მესროლა საკონტროლო გასროლა და ვეღარ ამოვისუნთქე, არ დამაცადა რომ ცოტა გონა მოვსულიყავი, ცოტათი ფეხზე დავმდგარიყავი. დარწმუნებული ვარ რომ ალექსის სული ყველაფერს ხედავს. მე, მისი დედა ვაკეთებ სიკეთეს ალექსის სახელით და გავაკეთებ მანამდე, სანამ ვიარსებებ, მისი სულისთვის. იმასაც ხედავს ვინც მეხმარება ამ ყველაფერში, ვინც მასუნთქეს ხელოვნურად, ვინც მ კიდე და ხელს და მაყენებდა ფეხზე პერიოდულად. არ მეგონა, მაგრამ თურმე მაინც არსებობენ იუდას ტიპის ადამიანები, რომლებიც ჯერ ლოყაზე გამოყენების და შემდეგ ოდთაათ ვერცხლად გაგყიდიან, გაგწირავენ. ახლა ზიზღის გარდა არ არ გამაჩნია არანაირი შეგრძნება ამ ადამიანის მიმართ. ზოგჯერ სიბრალულის, რადგან ადამიანი რასაც აკეთებს მაინც თავის თავს უკეთებს და რასაც დათესავ ყოველთვის იმას მოიმკი. მინდა რომ ესეც სიზმარი იყოს ახლა რასაც ვწერ..ერთდროულად დავკარგე დედის და მეუღლის სტატუსი. ეს იყო ჯერ დიაგნოზის გაგების მძიმე ტრავმა, შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა და ბავშვის ტანჯვის ყურება, შემდეგ გარდაცვალება და შემდეგ ღალატი-მიტოვება, ჩემი სამყაროს ჩამოშლა. ეს ყველაფერი უწყვეტ რეჟიმში. ერთი წუთით რომ წარმოიდგიოთ და გაიაზროთ რეალურად რა არის ამ მდგომარეობაში ყოფნა, შეიძლება ადამიანი შეიშალოს. ამ ამბების შემდეგ მალევე განმივითარდა აუტოიმუნური დაავადება სტრესის ფონზე და უწყვეტად მიწევს მედიკამენტებზე ყოფნა, ზოგჯერ როცა მიმწვავდება დაავადება ფიზიკურად ვსუსტდები და მიჭირს, მაგრამ ვებრძვი მას და ყოველთვის შევებრძოლები ალექსის გამო, მათ გამო ვისაც ვჭირდები, არ ვიცი სანამდე ვიარსებებ, მაგრამ სანამ ვარ ვიქნები მხოლოდ სიკეთის და სინათლის მომტანი, ღირსეული ადამიანი, რომელიც არ დაკარგავს ადამიანურ სახეს მიუხედავად ტკივილისა”, – წერს ღვედაშვილი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved