ილია ჭიღლაძე “ფორმულას” ეთერში გასულ სკანდალურ ინტერვიუზე წერს, რომელიც გიორგი სანაიას მკვლელობის ფიგურანტებს ეხებოდა:
“ვუყურე ვახო სანაიას შოკისმომგვრელ გუშინდელი ღამის გადაცემას, თვალწინ დამიდგა 20 წლის წინანდელი მასობრივი მკვლელობები და გატაცებები საქართველოში, რაც დღეს ბევრს აღარ ახსოვს და არც იმის აღიარება სურს, თუ ვინ გამოიყვანა საქართველო იმ ტოტალური ქაოსიდან, მასობრივი კრიმინალიდან!
პირდაპირ ეთერში 21 წლის შემდგომ ვახომ გახსნა მისი ძმის მკვლელობის საიდუმლო და გავიგეთ გიორგის მკვლელების ვინაობა.
ორმაგად ტრაგიკულია რომ შემკვეთი დღევანდელი პრემიერის ოჯახის წევრი სახელდება.
ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ დღეს ეს კლანი მიხეილ სააკაშვილს ასამართლებს.
ეს ეროვნული ტრაგედიაა.
ვახო სანაია კი გმირი ჟურნალისტია,ისევე როგორც მისი დაუვიწყარი ძმა.
P.S. ყოფილა განსხვავებული ვერსია განსვენებულ ეროსი კიწმარიშვილის, რომელიც ნუგზარ საჯაიას სდებდა ბრალს გიორგი სანაიას მკვლელობის შეკვეთაში.
არ ვიცი რამდენად სწორია, ამას ობიექტური გამოძიება უნდა ადგენდეს, ფაქტია თავად კიწმარიშვილის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ასევე ბურუსით მოცულია.
უცნაურია, რომ საჯაიამაც ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა, თუმცა არის ეჭვები რომ სინამდვილეში მოკლეს”,- წერს დეკანოზიილია ჭიღლაძე.
ჟურნალისტი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს.














კომენტარები