• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის თუ არა ქვეყანაში რევოლუციის მუხტი? – “დღეს ორი ფუნდამანტური შიში მეფობს საქართველოში” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:12 12-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება,  ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.

– ერთპარტიული პარლამენტი და ამერიკა და ევროპა, „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული ხელისუფლება და დასავლეთი… როგორ წარმოგიდგენიათ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა და მისი დასავლეთთან ურთიერთობა?

– ხომ გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილი ტაქტიკოსია. დღეს ევროპა და ამერიკა, საქართველოში მიმდინარე ამ  ანტიდემოკრატიულ პროცესებს უყურებენ „ლაითად“.  მათ აქვთ საკუთარი ინტერესები, საქართველოს მიღმა და მათთვის  სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი რისკები ტრიალებს სამყაროში. სტაბილურობა რომ უნდათ საქართელოში,  ჩვენს რეგიონში, ამიტომ  ამბობენ, რომ შედით პარლამენტში და იქ გააგრძელეთ შიდა დისკუსიაო. ეს ხელისუფლებამ აღიქვა  უპირობო, გრძელვადიან მხარდაჭერად, რაც დიდი შეცდომაა. გავა რამდენიმე თვე და უკვე სულ სხვა თვალით შეხედავს დასავლეთი ხელისუფლების სტერილიზაციას დანარჩენი საზოგადოებისგან. ცხადია, მარტო ქართულ საზოგადოებას არ ვგულისხმობ. დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოებისგანაც მოწყვეტილია ეს ხელისუფლება. დემოკრატიის ნიშანი აღარ დატოვეს ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით, ხელისუფალი მარტო პოლიტიკურ ელიტასთან  არ არის დაპირისპირებული. დაპირისპირებულია მთელ სამოქალაქო საზოგადოებასთან. არ დარჩა სოციალური ჯგუფი, რომელთანაც თანამშრომლობს. საკუთარ გამოჩეკილ და ხელფასზე მყოფ ექსპერტებს არ ვგულისხმობ.

– დასავლეთი აიძულებს „ქართულ ოცნებას“, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს?

– დღეს ეს საკითხი აქტუალური არ არის, ამას ვხედავთ. მთავარია, ოპოზიციამ ერთიანობა და აქტუალობა შეინარჩუნოს. ეს თუ მოხდა, ჩვენ უპირობოდ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე.  რაკიღა  კრიზისის გადალახვის მექანიზმი არ არსებობს, კრიზისი შესაძლოა, ქუჩაში განვითარებულიყო, ან გადასულიყო პარლამენტში გარკვეული დათქმით და პირობებით. მე, სიმართლე გითხრათ, მეორე ვარიანტს ვუჭერდი მხარს. ეს გზაც აუცილებლად ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანდა. რადგან ქუჩაში დარჩენა გადაწყვიტა ოპოზიციამ, ეს  უკვე მათი პასუხისმგებლობის ზონაა. აქ  უფრო მაღალი სახელმწიფოებრივი რისკია. მაინც ჯობდა, პარლამენტში, გარკვეული  პირობებით განვითარებულიყო  ბატალიები და რა პრობლემებიც გვაქვს, სოციალურ  და სხვა რისკებთან დაკავშირებით, მეტ-ნაკლებად მართვადი ყოფილიყო. თუ ოპოზიციის ერთიანობა შენარჩუნდა, თუ ხელისუფლება იქნება სტერილური,  ვერ იქნება ფუნქციონალური და შესაბამისად,  ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

–„მაღალი რისკის ზონას“ თუ სხვა სახელს დავარქმევთ, ეს შესაძლო რევოლუციური პროცესები ხომ არ იქნება?

– რევოლუციური მუხტი ქვეყანაში არ არსებობს. დღეს ხალხს სხვა პრიორიტეტები აქვს. ორი ფუნდამანტური შიში მეფობს ქვეყანაში – სიკვდილისა და შიმშილის  შიში. პანდემიამ და უმძიმესმა სოციალურმა მდგომარეობამ, ყველაფერი უკან გადასწია. დღეს ადამიანებს გადარჩენის პრობლემა აქვთ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში რევოლუციური მუხტი ვერ იქმნება. თუმცა, ეს მოკლევადიანია. საბოლოო ჯამში, ეს რისკები, განსაკუთრებით სოციალური, კრიტიკულ ზღვარს რომ გადალახავენ, ყველაფერს წალეკავენ.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved