• რეკლამა
  • კონტაქტი
20:32, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,არის ომი რუსეთში? არა! ამიტომ “რუსი ლტოლვილი”- ეს აბსურდული ტერმინი თავიდანვე გამოვრიცხოთ“ – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:07 03-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი:

,,ადამიანი საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გარბის პოლიტიკური ნიშნით დევნილობის ან სოციალური სიდუხჭირის გამო და შესაბამისად გარბის პოლიტიკურად მისთვის მისაღებ ან ეკონომიკურად ბევრად უკეთესი მდგომარეობის ქვეყანაში. ამის შემდეგ მასზე დგება ე.წ. “ქეისი” და ხდება მისი სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა უამრავი დოკუმენტის (ფოტო-ვიდეო მასალის, შემოსავლის წყაროს და ა.შ.) საფუძველზე. ამ ყველაფრის გვერდის ავლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ქვეყანაში, საიდანაც მოდის ადამიანი, ომია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ამ შემთხვევაში მას ენიჭება ლტოლვილის სტატუსი.

არის ომი რუსეთში? არა!
ამიტომ “რუსი ლტოლვილი”- ეს აბსურდული ტერმინი თავიდანვე გამოვრიცხოთ.

საქართველოსკენ მასიურად დაძრული რუსები რას გაურბიან – პუტინს თუ დასავლეთის სანქციებს? რა თქმა უნდა, დასავლეთის სანქციებს, აბა სხვანაირად აქ რა უნდათ ამ პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში?!
უჭირთ მათ დღეს? არა, არ უჭირთ, ისინი ხვალინდელი გაჭირვების თავიდან აცილებას ცდილობენ. შედით ტელეგრამის და სხვა ჯგუფებში და ნახავთ, როგორ გეგმავენ ბინების ყიდვას, ქირაობას, გონორით კითხულობენ რას ქვია რუსული სკოლები არ არისო, კიდევ ბევრ რამეს წაიკითხავთ, ოღონდ უკრაინული დროშა თუ გექნებათ პროფილზე, შეიძლება ვერ მოასწროთ ყველაფრის ნახვა, დაგბლოკავენ.
მერე ისიც გაიხსენეთ, რა “მოტივით” დაესხა თავს პუტინი უკრაინას!
აღარაფერს ვამბობ საქართველოსკენ დაძრულ რუს ოლიგარქებზე, რომლებიც უძვირეს სასტუმროებს ჯავშნიან აქ და აქაურ მთავრობასთან ერთად კორუპციული სქემით ეცდებიან დასავლეთის სანქციების თვიდან არიდებას, იმ დასავლეთის, რომლის წევრობაზეც განაცხადი გააკეთა რუსულმა ოცნებამ.

თქვენ მოგმართავთ, უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის ფონზე საქართველოსკენ ყოველგვარი სინანულის და სირცხვილის გრძნობის გარეშე დაძრული რუსი “ლტოლვილებით” გულაჩუყებულებს – ცოტა ხნით შეიშრეთ ცრემლი რომ კარგად დაინახოთ, აქ რა წერია და დაფიქრდეთ!
რატომ ასე ირონიულად? იმიტომ რომ, მე მაპატიეთ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებულია, ამდენი მშიერი, ამდენი უწამლო და ამდენი უპატრონო ბავშვი (რიგი მხოლოდ ჯანმრთელებზე და ლამაზებზე დგას), რუს “ლტოლვილებზე” დაღვრილი ცრემლის არ მჯერა და მორიგი ტრენდული ფსევდოჰუმანური აქტი მგონია.
რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, როცა იქ უახლოესი ნათესავი ან მეგობარი გვყავს და ზუსტად ვიცით მისი შეხედულებები, თუ მივიღებთ, მისმა მიმღებმა ოჯახმა უნდა აიღოს მასზე პასუხისმგებლობა, თუმცა აქვე დავძენ – წესიერ ადამიანს მართლა სხვა გზა არ უნდა ჰქონდეს და ძალიან უნდა შერცხვეს აქ ჩამოსვლა ღრმა და საჯარო სინანულის გარეშე!

დიდება უკრაინას!
გმირებს დიდება!“

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved