• რეკლამა
  • კონტაქტი
11:50, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: მაქვს პატივი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო კეთილსინდისიერ, შრომისმოყვარე და თავისი ქვეყნის პატრიოტს – ირაკლი ხახუბიას

ალია ავტორი - ალია
14:42 10-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„მაქვს პატივი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო კეთილსინდისიერ, პროგრესულ, შრომისმოყვარე და თავისი ქვეყნის პატრიოტს – ირაკლი ხახუბიას“, – – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფოთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

„ჩვენ გვაქვს ხედვა განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტურ რეფორმას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა მიმართულება მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადება და სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებამ, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები განახორციელა.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია და ყველანაირი პირობაა შექმნილი ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური განვითარებისთვის.

„ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა იმისთვის, რათა არსებობს ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ საზოგადოებას მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკა შევთავაზოთ.

სწორედ ამიტომ, არამხოლოდ პარლამენტის დასაკომპლექტებლად, არამედ ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერებისთვის, არის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, დღეს ქვეყანაში დიამეტრალურად განსხვავებული და გაუმჯობესებული ვითარება გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში არის მოქალაქე და ადამიანი, ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვაში, რათა ის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასათვის, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდა ქვეყანაში, ენერგეტიკის სექტორი, სადაც 20-ზე მეტი ახალი ელექტროსადგური არის აშენებული და არაერთი პროექტი არის განხორციელების პროცესში, განათლების რეფორმა, სადაც ახალ თაობას უფრო კონკურენტული, ხარისხიანი განათლება მიეწოდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სიმბოლო იმ რეფორმების და სულისკვეთების, რაც ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს.

ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებოდით ბიზნესს, რაც მთავარია, ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება დაცული. დღეს გვაქვს უფრო თანამედროვე თავდაცვის სისტემა და საქართველო დღეს, ისე, როგორც არასდროს, ახლოა ევროკავშირთან, ნატოსთან და აქვს მტკიცე თანამშრომლობა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. ბევრი საქმე გაკეთდა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საუბრისას.

არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებიც გააცნო და ამ კონტექსტში, ყურადღება განათლების მიმართულებაზე გაამახვილა.

„ჩვენ გვაქვს ხედვა, განვაგრძოთ განათლების ფუნდამენტური რეფორმა, ვზრდით დაფინანსებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა იქნება ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ყველა მიმართულება, სახელმწიფოს ფუნქციონირების, მაქსიმალურად იქნება მომართული, რათა ხელისუფლებამ, ბიზნეს-სექტორთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმების მეტი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავუხსნათ გზა ახალგაზრდებს, როგორც ბიზნეს-სექტორში, ასევე, საჯარო სამსახურში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მხარდაჭერა დაუდასტურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას და მას წარმატებები უსურვა.

„დღეს მაქვს პატივი, რომ საქართველოს პარლამენტიდან, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მხარდაჭერა გამოვუცხადო მართლაც კეთილსინდისიერ, პროგრესულ, შრომისმოყვარე და თავისი მხარის, თავისი ქვეყნის პატრიოტ ადამიანს, ირაკლი ხახუბიას. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ერთად და შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ არ ყოფილა არცერთი სესია, არცერთი საკომიტეტო კვირა, როდესაც იგი არ მოსულა და ფოთის საკითხები, ადგილობრივი მნიშვნელოვანი საკითხები არ მოეტანოს გადასაჭრელად, არ დაეყენებინა ეს მთავრობასთან, არ დაეყენებინა ეს კომიტეტის სხდომებზე. ამიტომ მე დღეს, ამ ოთხი წლის თანამშრომლობის შემდეგ, კიდევ უფრო მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ის იქნება მომავალ პარლამენტში ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი საზოგადოების.

მას აქვს ძალიან საქმიანი და კარგი ურთიერთობები მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, პირადად, აქვს საპარლამენტო გუნდის სრული მხარდაჭერა, ამიტომ, ვინ, თუ არა სწორედ ირაკლი ხახუბია შეძლებს თქვენი საკითხების ყველაზე დროულად მიტანას და ყველაზე ეფექტურად გადაჭრას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ვინაიდან ამ ყველაფერს ჩვენ ვერ გავაკეთებდით და დღეს მომავლის გეგმებით, ოპტიმიზმით ვერ მოვიდოდით თქვენთან, რომ არა თქვენი ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved