• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის ყოველწლიურად… თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

,,საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება”

ალია ავტორი - ალია
15:29 04-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,671

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

,,არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის ყოველწლიურად დიდ შაბათს იერუსალიმში, ქრისტეს ყოფილ საფლავზე თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს, რაც განასახიერებს ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს და სიბნელეზე გამარჯვებას. ეს დაადასტურეს იერუსალიმის სინოდის წევრებმა, მათ შორის მიტროპოლიტმა კორნელიმ, რომელმაც პატრიარქ დიოდოროსის გარდაცვალების გამო მოსაყდრედ არჩეულმა თავად გამოიტანა წმინდა ცეცხლი პატრიარქის ნაცვლად 2001 წელს.

არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე არ საუბრობს ამ ფსევდო სასწაულზე. არცერთი საეკლესიო წმინდა წიგნი ამ ფაქტს არ ადასტურებს. კომენტარებში დავდებ სათანადო წყაროებს (მათ შორის საკითხის ისტორიისა და ანალიზისთვის სტატია წაიკითხეთ ასევე: https://vanosblog2017.wordpress.com/2020/05/05/%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98/ ). საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება.”

დეკანოზი აქვე წერს:

,,ინტერვიუ იერუსალიმის საპატრიარქოს წმ. სინოდის წევრ, გერასიის მთავარეპისკოპოს თეოფანესთან:

“ეკლესიის საიდუმლო რამდენია? შვიდი, ეს ყველამ ვიცით. არის ამ შვიდთაგანში წმინდა ცეცლი? არა. წმინდა ცეცლი კი მოქცეულია ეკლესიის რიტუალებში, ხედავთ ეკლესია სად ათავსებს მას? ეს არის რიტუალი! ეს საეკლესიო რიტუალი ყველა ეკლესიაში აღესრულება. აღდგომის ღამეს ვანთებთ ცეცხლს და გადავცემთ მრევლს, სადაც ვამბობთ: „მოვედით და მიიღეთ ნათელი ესე“. ეს ხდებოდა აქაც, ზუსტად იგივე, რაც სხვაგან. როდესაც ჯვაროსნები მოვიდნენ გაანადგურეს ჭეშმარიტება, მათ აქციეს ეს „სასწაულად“, რათა ხალხი დაემორჩილებინათ, როგორც ეს გააკეთეს, როდესაც პაპი უცდომელად გამოაცხადეს და კიდევ ათასი რამ. ჯვაროსნებმა დატოვეს აქაურობა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ჩვენ გადავიღეთ ეს. ხალხს კი არასდროს ეუბნებიან სიმართლეს. მაგრამ ეკლესია ტყუილს არასდროს ამბობს. აი, თუ წაიკითხავთ წმინდა ცეცლის კურთხევის ლოცვას, შიგნით ვნახავთ, რომ ეს ცეცხლი არის სიმბოლიზმი. ეს არ არის ელექტრო სინათლე, არამედ სულიერი სინათლე. ეს არის ერთი ლამაზი მეთოდი, თუ როგორ გადმოსცე საღმრთო მადლი. ამ შემთხვევაშიც სწორედ ეს ხდება. ახლა ეს რიტუალი აღესრულება სწორედ აქ. ცეცხლი არის წმინდა, მაგრამ ისე როგორც ეკლესიას სურს. ეკლესია აკურთხებს და ის ხდება წმინდა ცეცხლი, როგორც მაგალითად, ეკლესია აკურთხებს წყალს და ხდება აიაზმა (წმინდა წყალი), ამ შემთხვევაშიც ეკლესია ბუნებრივ ცეცხლს აკურთხებს! ეს არის ბუნებრივი ცეცხლი. არანაირი ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან. ეს არის კერპთაყნავისმცემლობა. მხოლოდ საღმრთო მადლი გადმოდის უხილავად და რა თქმა უნდა, ცეცხლის კურთხევის რიტუალში ვკითხულობთ: „აქ წმინდა საფლავიდან უქრობი კანდლიდან ავანთებთ“. ეს რეალურად თეოლოგიური ლოცვაა, შემიძლია მოგცეთ და თქვენ თვითონ წაიკითხეთ. მაშ ასე, ჩაუქრობელი კანდლიდან ავანთებთ ცეცხლს და გადავცემთ ხალხს. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, მაგრამ ნაკურთხი ისე, როგორც ეს ეკლესიას სურს.
ახლა რა ხდება აქ, ზოგიერთები ვარდებიან ექსტაზში, მათ შეიძლება რაღაც დაინახონ, კარგი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ თუ, როგორ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი კერპთაყვანისმცემლობა. ეკლესია და ჩვენი საპატრიარქოც ოფიციალურად ამას წმინდა ცეცხლის რიტუალს უწოდებს. ეს არ არის სასწაული. მაგრამ მას შეიძლება საეკლესიო გზით ვუწოდოთ სასწაული, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნაკურთხი ცეცხლია, ხოლო რწმენით სასწაულიც შეიძლება აღესრულოს. ყველას არ აქვს ერთნაირი რწმენა, მაგრამ ზოგიერთი, განსაკუთრებით რუსები ცოტათი აზვიადებენ. მაგრამ ხანდახან ჩვენს, სასულიერო პირები არ ვამბობთ სიმართლეს. მაშასადამე, შიგნით წმინდა საფლავზე ვკითხულობთ ლოცვას, ვანთებთ ცეცხლს და გადავცემთ ხალხს. კიდევ ვიმეორებ, შემიძლია მოგცეთ ამ ლოცვის ტექსტი, რომელსაც ნამდვილად ძალიან თეოლოგიური სიტყვებისგან შედგება და საუბრობს წმინდა ნათელის შესახებ. ის ყველაფერი, რაც ამ ლოცვაშია ხსენებული, ამოკრეფილია ძველი და ახალი აღთქმიდან. პირდაპირ წერია, რომ ცეცხლს ჩაუქრობელი კანდლიდან ვანთებთ. მაგრამ ეკლესია ტყუილს არასდროს ამბობს. დროა ხალხმა გაიგოს, რომ ეს ცეცხლი არის წმინდა, რადგან ეკლესიას ასე სურს. არანაირი ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან, ეს არის კერპთაყვანისმცემლობა. ასეთ რამეებს კეპრთაყვანისმცემლები აკეთებდნენ. ეკლესიის არცერთი წმინდა მამა არ დაკავებულა ამ საკითხით, არცერთ კრებას არ უსაუბრია ამის შესახებ. ეს არის ერთი ადგილობრივი რიტუალი, რომელიც აღესრულება შიგნით ყოვლადწმინდა საფლავზე. აქ კი ათი ათასობით ხალხი იყრის თავს, რომლებიც ექსტაზში არიან და გარკვეული ჰალუცინაციები აქვთ. ჩვენი ეკლესია ძალიან პრაგმატულია.

(კითხვა):რა ჰალუცინაციებზე საუბრობთ?

(პასუხი): იმას რასაც ხანდახან აქ ხედავენ. მაგალითად ამბობენ: „აი სანთლები მისით აინთო“, მაგრამ სინამდვილეში სანთლები მისით არ ანთებულა.

(კითხვა): იმაზე რას იტყვით, რომ ცეცხლი არ წვავს?

(პასუხი): ძალიან კარგად წვავს და იმაზე მეტადაც ვიდრე სხვა ცეცხლი.

(კითხვა): ესე იგი დაუწველობა არარეალურია?

(პასუხი): დიახ, რადგანაც ამ დროს ყველა გაოფლიანებული ვართ და სახეზე ჩქარა იტარებენ, მაგრამ აბა დიდი ხნით გაიჩერე სახესთან. ზეცით გადმოსული ცეცხლი ბუნებრივ ცეცხლზე მეტად უნდა წვავდეს. ეს არის ცრურწმენები.
ეს უნდა ტარდებოდეს ხალხის წინ, ან კიდევ საპატრიარქომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება ამის შესახებ, მაგრამ ეშინიათ ხალხი არ დაბრკოლდეს, რადგან მათ ამის გაგება არ შეუძლიათ. მაინც ერთსა და იმავეს იმეორებენ. გამოვიდა ერთი წიგნი წმინდა ცეცხლის შესახებ, რომელიც ყოვლადმიუღებელია. ამის ავტორს კი არანაირი კავშირი გააჩნია რეალობასთან. იპოვა რაღაც რუსული წყაროები, რაც წარმოადგენს სრულ ცრურწმენას.”

თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved