• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ საქმეს ავნებს – დიმიტრი სამხარაძე

ალია ავტორი - ალია
14:05 10-18-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,739

“ისეთი პოსტები ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცები ამართლებდნენ, არ უღალატია, ბატონ ბიძინასგან შეთანხმებით შექმნა პარტიაო! რეალურად, ასეთი ხალხი მაზაკვალთან გადაბარგებას აპრავებდა, იცოდნენ, რომ გახარია მოღალატე იყო და მასთან ყოფნა ხომ უნდა შეენიღბათ!” – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება.

“ისეთი პოსტები ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცები ამართლებდნენ, არ უღალატია, ბატონ ბიძინასგან შეთანხმებით შექმნა პარტიაო! რეალურად, ასეთი ხალხი მაზაკვალთან გადაბარგებას აპრავებდა, იცოდნენ, რომ გახარია მოღალატე იყო და მასთან ყოფნა ხომ უნდა შეენიღბათ! რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გახარიას ბოლი სიმართლე ეგონათ და მიხვდნენ თუ არა ტყუილს, გაემიჯნენ. მაგრამ ისინი, ვინც გახარიას ბოლს ასქელებდნენ, მერეც მასთან დარჩნენ, როცა მაზაკვალმა ნაცური ტელევიზიების ეთერიდან ერისკაცის ლანძღვა დაიწყო (რაც პირადად მე არ გავუტარე) და მერეც, როცა ნაცურ მიტინგებზეც დაფიქსირდნენ! ძალიან ჰგავს ზოგიერთების მხრიდან სოცქსელებში ახლანდელი აქტიურობა ახალი ბოლის გაშვებას! თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება! ჩემს თავზეც გეტყვით, არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ “ოცნებაში”. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! ის გზა არის ჩემთვის პრიორიტეტი, რომელიც ერისკაცმა დაიწყო! მისი სიტყვა არის ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანი. არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბატონი ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს, ხელს შეგვიშლის ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში! 2011 წლიდან ვარ საზოგადოებრივი მოძრაობის, “ქართული ოცნების” წევრი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რითიც ძალიან ვამაყობ და ზუსტად ვიცი, ვინ რას აკეთებდა, აკეთებს და რას ნიშნავს ბატონი ბიძინას ერთგულება! სხვათაშორის, 2011-2012 წლებში გავიცანი ირაკლი კობახიძეც, რომელსაც არა მარტო პარტიის ცენტრალურ ოფისში, არამედ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშიც რამდენჯერმე შევხვდი, სადაც მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. საქართველო ჩვენ ვართ. დიდება უფალს, გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved