• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა, რადგან ქართული ენა არ იცის, მეგობრები არ ჰყოლია” – დაკარგული ბიჭის დედა

ალია ავტორი - ალია
14:45 07-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ილიას ფილფანს უკვე მეექვსე დღეა, ეძებენ, ის ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა და კრიმინალური პოლიცია მონაწილეობს.

„ქართულ ენა არ იცოდა”

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

„ზუსტად ვიცი, რომ არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა, რადგან ქართული ენა არ იცის, მეგობრები არ ჰყოლია”, – აღნიშნავს ბიჭის დედა.

მისი თქმით, ილიას ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ველოსიპედით სეირნობა იყო. ხშირად გადიოდა სასეირნოდ, ისევე, როგორც თავის სახლში, ყაზახეთში. ამიტომ მას ველოსიპედი სვანეთშიც უყიდეს.

„13 წლისაა. უკვე დაეწყო გარდატეხის ასაკი მთელი თავისი სირთულეებით, როგორიც ამ პერიოდში აქვთ მოზარდებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს მისი თავისებური პროტესტი იყოს, და რომ სადღაც იმალება”, – აღნიშნა ილიას დედამ.

ამასთან ქსენია ფილფანი გამორიცხავს, რომ ილია შეიძლება რომელიმე მეგობართან იმალებოდეს, რომელთა შესახებ ნათესავებისთვის ცნობილი არაა.

ცნობილია, რომ ერთადერთი ახლობელი ადამიანი ილიასთვის, სვანეთში ნათესავების გარდა, დეიდაა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. დედა არ გამორიცხავს, რომ ბიჭი მასთან წავიდა ველოსიპედით.

„სვანეთში ყოველ წელს ვისვენებდით. იქიდან თბილისში და პირიქით გზაზე ავტომობილით მივდიოდით, მან ეს გზა იცის”, – აღნიშნავს ბიჭის დედა.

ამას გარდა, ქსენია აცხადებს, რომ მასმედიაში, დაკარგული ბავშვის ოჯახის შესახებ ზოგიერთი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. „ვიღაც ამბობს, რომ ის მოსკოვიდან ჩამოვიდა, მაგრამ ყაზახეთის მოქალაქეა. სადღაც წერდნენ, რომ მისი ველოსიპედი ნახეს, მაგრამ არც ესაა სიმართლე”, – აღნიშნავს ქსენია ფილფანი.

„სპუტნიკ-ჯორჯია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved