• რეკლამა
  • კონტაქტი
04:05, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არასოდეს გაგვიხსენებია თქვენთვის ის ფაქტი, რომ წვლილი მიგიძღვით იმ უბედურებაში, რაც ამ ქვეყანას სჭირს დღეს“ – ცირეკიძე ჩარკვიანს

ალია ავტორი - ალია
15:07 02-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი რუსუდან ცირეკიძე სოციალური ქსელის მეშვეობით პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერს, თაკო ჩარკვიანს მიმართავს.

„ქალბატონ თაკო ჩარკვიანს!

თაკო, ტვ. პირველის ეთერში გისმინეთ- აღშფოთებული საუბრობდით ჩვენი პარტიის ახალი გუნდის წევრების შესახებ და იქვე თქვით, რომ: ” არ მინდა ვიღაც ფანატიკოსების ხელ-ფეხის ქნევა. ვსვამ კითხვებს და ამ კითხვებზე პასუხი მინდა ” .კარგი, არ დავიწყებ “ხელ-ფეხის ქნევას” და არ გეტყვით, რომ ნამდვილად არავის საქმეა ენმ თავის რიგებში ვის მიიღებს, ამას სხვა შემფასებელი- ამომრჩეველი ჰყავს, და თქვენს მიმართ პატივისცემის ნიშნად მე, ენმ პოლიტსაბჭოს წევრი გიპასუხებთ. ანუ, თუ სწორად გავიგე, მთლიანად ოპოზიციისთვის შესაძლო საფრთხეს ხედავთ ენმ ახალი სახეებიდან ორში ( ჯერჯერობით ორში ?), როგორც ბრძანეთ, “უკორუმპირებულესი ორგანიზაციის ” აწარმოე საქართველოს” დირექტორის” და ” მერიის მოქმედი თანამშრომლის სახით. ” ახლა ვნახოთ რა ხდება სინამდვილეში. 1. ზვიად ქვლივიძეს გააჩნია 12 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში, ( მათ შორის USAID , მსოფლიო ბანკი) საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო, შვედეთის მთავრობის დიპლომატიურ, კერძო, სამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორებში. მას მიღებული აქვს საერთაშორისო უმაღლესი განათლება შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯემენტის და ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. (ლუნდის უნივერსიტეტი, გოტებორგის უნივერსიტეტი, მალარდალენის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა )რაც შეეხება სიპპ “აწარმოე საქართველოში” , იგი ამ სააგენტოში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა 2017 წლის ივნისიდან 2019 წლის იანვრამდე, ანუ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პერიოდში მოასწრო და მისი ინიციატივით და ძალისხმევით, სააგენტომ მუშაობა დაიწყო 9 ახალი ბიზნეს სექტორის ექსპორტის განვითარებაზე და ინტელექტუალური სერვიების ინტერნაციონალიზაციაზე (პირველად საქართველოს საჯარო სექტორის მხრიდან). მან მოიზიდა 2,3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გრანტის სახად საერთაშორისო დონორისგან ქართული ბიზნეს სერვისების ინტერნაციონალიზაციისთვის და „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ 3 წლიანი ინოვაციური პროექტი შექმნა და დაიწყო, რომელიც 2019, 2020, 2021 წლებში განხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ბენეფიციარებისთვის, როგორც დამატებითი ხელშეწყობა. ანუ ადამიანმა ისწავლა, ბევრი წელი თავის ქვეყანაშიც და საზღვარგარეთაც, მაღალი კლასის სასწავლებლებში, იმუშავა და მიიღო უზარმაზარი გამოცდილება და ვის უნდა მოახმაროს ეს ცოდნა და გამოცდილება უკაცრავად, თუ არა საკუთარ ქვეყანას? დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო თავისი პროფესიით მუშაობა დიახაც, სსიპ-ში, “აწარმოე საქართველოში”. (რომელიც სხვათაშორის ქოცებს არ შეუქმნიათ- უკვე არსებულ პროექტ(ებ) სახელი გადაარქვეს გააერთიანეს და ა.შ.) მუშაობის პროცესში დაინახა უსამართლობა, ნეპოტიზმი და როგორც წესიერმა პროფესიონალმა, წელიწადნახევარში დატოვა ის სამსახური და საკმაოდ მაღალი თანამდებობა. ახლა იბრძვის იმისთვის, რომ შეცვალოს ეს რეალობა . შეცვალოს ყველა მისი მსგავსი წესიერი პროფესიონალისთვის, რომლებიც იმუშავებენ საჯარო სამსახურებში და მოემსახურებიან თავის ხალხს და ქვეყანას. 2. ყველა ქართველისთვის საამაყო რეზო ჩომახიძე. მისი დამსახურებების და რეგალიების ჩამოთვლა მგონი ზედმეტია. ბევრიც დაიწერა და ითქვა ამის შესახებ. მაგრამ მოდი ვნახოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ” ამ მერიის თანამშრომელი”. დიახ, რეზო ჩომახიძე მუშაობს წყალბურთის გუნდში ” თბილისი”. და დიახ, ეს არის მერიის აიპი და ქალბატონო თაკო, რეზო ამ კლუბის შექმნისა და დაფუძნების მონაწილეა და ეს მოხდა, ყურადღება! ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2011 წელს.ანუ, თქვენი ლოგიკით, მაშინ იმ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა და ახლა ქოცნების ხელისუფლების? თუ თავის ქვეყანას და ამ კონკრეტულ იპოსტასში სპორტის განვითარებას ემსახურებოდა? ქალბატონო თაკო, ჩვენ ყველა ერთად, ოპოზიცია , ხომ ვიბრძვით მათ შორის იმისთვისაც , რომ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც საჯარო მოსამსახურე ემსახურება თავის ქვეყანას და არა ხელისუფლებას, სადაც პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურეები არ მიდიან სამსახურებიდან ხელისუფლების შეცვლასთან ერთად ყველა ჯერზე. ბიოგრაფიების წაკითხვა და ორი წუთი მათი მოსმენაც საკმარისია ამ ადამიანების მიმართ სიმპათია რომ გაგიჩნდეს, სულ მინიმუმ. არ გთხოვთ ჩემსავით მოიხიბლოთ მათი პიროვნული თვისებებითაც, მაგრამ ნუთუ მხოლოდ ის ფაქტი მაინც არაა საკმარისი, რომ პროფესიონალი, პრინციპების ერთგული ადამიანები შემოემატა ამ ხელისუფლებასთან მებრძოლი ადამიანების რიგებს.? წესით და რიგით, ეს ხომ უნდა გახარებდეთ? P.S. დაბოლოს, ის მინაწერი, რაზეც კარგა ხანს ვჭოჭმანებდი, გამეკეთებინა თუ არა, და ჩავთვალე, რომ ალბათ მაინც ღირს. თაკო, მინდა გთხოვოთ გაიხსენოთ, როგორ მიგიღეს გაერთიანებაში ” ძალა ერთობაშია” . არასოდეს გაგვიხსენებია თქვენთვის ჩვენს პარტიაში ის ფაქტი, რომ წვლილი მიგიძღვით იმ უბედურებაში, რაც ამ ქვეყანას სჭირს დღეს და დელიკატურად ვდუმდით თქვენს მიერვე შეცდომად აღიარებული პოზიციის შესახებ 2012 წელს, ( და მას მერეც, კარგა ხანს). დავაფასეთ ის, რომ მიხვდით საკუთარ შეცდომას და ეს შეცდომა არ იყო არც ხმის მიცემა ქოცნებისთვის 2012 წელს და არც საკუთარი ქვეყნის პროფესიული სამსახური ქოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ეს იყო პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, ეს იყო აი იმ რუსული სპეცსამსახურების, თქვენ რომ ასე გძულთ, მონაწილეობით შექმნილი ბინძური მითების პროპაგანდაში მონაწილეობა. არასოდეს არცერთ ლიდერს, არც პოლიტიკოსს ნაციონალური მოძრაობიდან, თქვენთვის წამითაც არ უგრძნობინებია, რომ ჩვენ ყველას ეს გვახსოვს, და გვახსოვს მწარედ…” ძალა ერთობაშია” -ში დაგხვდათ პოზიტიური განწყობა, სითბო,პატივისცემა და აგერ ბატონო, შედეგად, გადახედეთ ენმ მხარდამჭერების თბილ კომენტარებს თქვენს სტატუსებზე. არც მას მერე, რაც დატოვეთ “ძალა ერთობაშია”, არასოდეს გიგრძვნიათ ჩვენგან უპატივცემულობა. ძალიან დიდი თავხედობა იქნება ჩემგან, რომ გთხოვოთ შესაბამისი პატივისცემა და კეთილგანწყობა ჩვენი ( და თქვენი) ახალი თანამებრძოლების მიმართ? ? ვადამდელ არჩევნებზე კონკურენტები ვიქნებით ოპოზიციურ ველზე; ვიკამათოთ პროექტებზე, იდეებზე, ამ ქვეყნის განვითარების გზებზე, მათ შორის ზვიადს და რეზოს ეკამათეთ, დაუმტკიცეთ ამომრჩეველს, რომ თქვენ უკეთესი ხედვა გაქვთ და ა.შ. ესაა სწორი გზა, თორემ ჩონჩხები კარადაში ბევრს აქვს, ოღონდ რეზოს და ზვიადთან მიმართებაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ის შემთხვევა არაა. თუ არადა მკითხველმა განსაჯოს.

გიდასტურებთ ჩემს პიროვნულ სიმპათიას , პატივისცემით, რუსუდან ცირეკიძე.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved