პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“არანაირი ფილერი არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება !!!!!!!!!
არანაირი კავშირი კონკრეტულად “ფაიზერის” ვაქცინასთან ამ რეაქციას (როგორც ვიცი და ვარ ინფორმირებული ) არ აქვს ! ყოველ შემთხვევაში მე ვერანაირი წყარო ვერ მოვიძიე …
აშშ – ში დაფიქსირდა 15.500 პაციენში 3 შემთხვევა ქსოვილის შეშუპების (ისიც “მოდერნას” ვაქცინაა ნახსენები და არა “ფაიზერის” )
ასეთივე რეაქცია ასევე დაფიქსირებულია ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინაციის შემდგომაც …
არანაირი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არ არის, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოვლენის ( შეშუპება, შეწითლება ) რეკომენდებულია პაციენტმა მიმართოს სერტიფიცირებულ პლასტიკურ ქირურგს ან დერმატოლოგს, მკურნალობა მარტივია და მოვლენები ლაგდება მოკლე პერიოდში …”
კომენტარები