უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარონ.
„არაერთხელ შევახსენებ მსოფლიოს, რომ აუცილებელია საბოლოოდ აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორისტი სახელმწიფო, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო. ეს უბრალოდ სიმართლეა. ეს ასახავს იმ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინაში შექმნეს და რომლის გსვრცელება ევროპაში სურთ. ეს იურიდიულად უნდა გაფორმდეს“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
კომენტარები