“არა მილიციას” – ამ ლოზუნგით 25 იანვარს, 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართება.
“დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ერთი პოლიციელი გამეტებით ურტყამს ყრუ-მუნჯ ადამიანს, ხოლო მეორე პოლიციელი, ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს.
ეს შედეგი მოაქვს დაუსჯელობის სინდრომს, ადამიანზე ძალადობა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა არავის არ ეპატიება”, – ნათქვამია განცხადებაში.
აქციას უერთდებიან ლელო საქართველოსთვის, ლელო ახალგაზრდული, სირცხვილია, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, შეცვალე.
მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
კომენტარები