• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა გაძვირებულ ცხოვრებას” – თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში აქციები იმართება

ალია ავტორი - ალია
12:37 02-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ამ წუთებში საქართველოს 4 ქალაქში მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ. აქცია ერთდროულად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში იმართება. 

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ინფლაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულზეა, საკვებ პროდუქტებსა და კომუნალურებზე კი გადასახადები რეკორდულად იზრდება. 

თბილისში აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან არიან შეკრებილები. მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით – “ოცნება აღარიბებს” “მატყუარა მთავრობა”. 

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ხელისუფლება კორუფციის ბუდეა, რომელმაც ქვეყანა გააღარიბა და ცხოვრება გააძვირა. პარტიის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, “სანამ ივანიშვილი ქვეყანას არ მოშორდება”.

იმერეთში მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ ბანერებით – “ხელისუფლება დაგვცინის” “გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი”. ფოთსა და ქობულეთში აქციები მერიის შენობებთან გაიმართა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ხალხი საქართველოდან მიდის, პარალელურად კი მერია და მუნიციპალიტეტი ხელფასებს იზრდის.

რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ევროკავშირის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, რომელთა მოსახლეობაც თავშესაფარს ეძებს. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ შეიტანა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved