ოპერის მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დიდი გაჭირვების წლები აქვს გამოვლილი.
„სასწაულ გაჭირვებაში ვარ გაზრდილი, ამიტომ თითოეული თეთრის ფასი კარგად ვიცი. არანაირი ბრენდი არ მაინტერესებს, რაც მომწონს, მაშინვე ვყიდულობ. სამოსში კატასტროფულად დიდ თანხებს არასდროს ვიხდი. არ ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც „არმანი“ უნდა ვიყიდო. შეიძლება ძალიან ლამაზი 20-ლარიანი კაბა შევიძინო, რომელიც მომიხდება!..” – ამბობს რაჭველიშვილი.
კომენტარები