• რეკლამა
  • კონტაქტი
09:39, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვიცი ვინ არის, ასე არ მახსენდება” – ზარქუა ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე

ალია ავტორი - ალია
11:19 09-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ავსტრალიის მოქალაქე, შანე ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, რაფაელ მურსაკულოვი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, ის ხელისუფლების ღონისძიებებში აქტიურად მონაწილებდა და მათ შორის ჩართული იყო კოვიდდახმარების პროექტში, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მას მმართველი პარტიის წევრთან, ირაკლი ზარქუასთან ფოტოც აქვს გადაღებული.

23 აგვისტომდე მურსაკულოვი მთაწმინდის მე-5 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიც იყო. აგვისტოში უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით  მან საოლქო კომისიასაც მიმართა, რის შემდეგაც თავმჯდომარე გიორგი ზირაქაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომ მურსაკულოვს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

ზირაქაშვილი “მთავართან” საუბარში ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მურსაკულოვს არც პირადად იცნობს და არც ის იცის რა მიზეზით დატოვა მან საარჩევნო კომისია.

“ვინც დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტყობა გარკვეული მტკიცებულება აქვთ, არ ვიცი ვინ არის, ფოტოზე რომ ვნახო შეიძლება ვიცნო ან გამახსენდეს ვინ არის, ასე არ მახსენდება. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი აქტივისტი იქნება, ჩვენი პარტიის წევრი იქნება, თუ საკუთარი ახლობელ-ბიძაშვილი, ის ვინც ჩაიდენს დანაშაულს საქართველოს კანონმდებლობით უნდა გასამართლეს”, – თქვა ირაკლი ზარქუამ. 

33 წლის კაცი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე 8 სექტებმერს აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, მურსაკულოვის კვალი მისი დნმ-ის პროფილის ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა.

„მთავარი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved