ორი მანდატის დათმობის შემდეგ ორი ფრაქცია, რომელიც შარლ მიშელის ხელშეკრულების შემდეგ შეიქმნა, აღარ იარსებებს. მე არ ვეთანხმები და არ ვფიქრობ, რომ ბრძოლის ველიდან გვერდზე გადგომა სწორია, მაგრამ ეს მათი პირადი არჩევნაი და თავისუფლებაა, – ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.
„იქმნება ვითარება, როდესაც ორი ფრაქცია, რომელიც შარლ მიშელის ხელშეკრულების შემდეგ შეიქმნა, აღარ იარსებებს. პარლამენტში დარჩება ორი პოლიტიკური ფრაქცია ორი ყველაზე დიდი პარტიის. ჩვენ რეგლამდენტი გვაძლევს საშუალებას სტატუსი შეცვალოს ამ ჯგუფებმა და ორი პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მათივე განცხადებების საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
კომენტარები