• რეკლამა
  • კონტაქტი
23:47, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ ვაპირებ იმის მტკიცებას მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთას შეიძლება შეიცვალოს!- კულუმბეგოვის პასუხი ცერცვაძეს

ალია ავტორი - ალია
13:44 05-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19-თან დაკავშირებით  ექიმი ალერგოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებები მცდარია, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„პასუხი ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გამოხმაურებაზე ჩემი მთავარი მიზანი და ერთადერთი მოვალეობა, კოვიდ-19-ის დროს, მოსახლეობის სწორი ინფორმირება და მხოლოდ დამშვიდებაა, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მხრიდან მასზე მოხდენილ რეაგირებაზე პასუხი პუნქტობრივად გავცე: – ერთდაერთი ჩემს ხელთ არსებული წყარო, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის 1 მაისის ტვიტერზე ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები, საქათველში 566 ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ-19-ის შემთხვევიდან 98% აქვს დაავადების მსუბუქი და საშუალო ფორმა, ხოლო მხოლოდ 2 % -ს მძიმე ფორმა. ალბათ გამორჩენილია კრიტიკული პაციენტები ან მძიმეშია გაიგივებული. ეს ერთხელ კიდევ მიანიშნებს, როგორი აცილებლობაა სწორი სტატისტიკის დროული და პერმანენტული გამოქვეყნების, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ქონდეს მასზე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა. – რაც შეეხება სიმძიმის მიხედვით მკურნალობის საკითხს. ტელეწამყვანის დასმულ კითხვაში ეს საკითხი ეხებოდა მხოლოდ ოზონოთერაპიას, სადაც მე ავღნიშნე, რომ ოზონოთერაპიით მკურნალობის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს რამდენად დაგვეხმარება ის კრიტიკული პაციენტების გადარჩენაში, რაშიც ეჭვი შევიტანე. ხოლო ზოგადად პაციენტების მკურნალობის მიმოხილვა მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების დროს ჩემი განსჯის მიზანი არ ყოფილა. – ზოგადად მკურნალობის საკითხებს, პაციენტების სიმძიმის მიუხედავად, ჩემი მტკიცე პოზიციაა, რაც ეფუძნება ყველა ცივილური ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას, უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ სამედიცინო კვლევის ფორმატს, რაც ავტომატურად მოხსნიდა ბევრ ინსინუაციებს ქლოროქინზე/ჰიდროქსიქლოროქინზე, C ვიტამინზე, თუთიაზე, ოზონოთერაპიაზე და ასე შემდეგ. აღნიშნული მედიკამენტების რისკი/სარგებლის შეფასება და სხვა სამედიცინო საკითხები გადაწყდებოდა ეთიკური საბჭოს და კვლევის პროტოკოლის ფორმატში, რაც თავიდან აგვარიდებდა ყველა შესაძლო გაუგებრობას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შექმნილ დაპირისპირებას.

პ.ს. და ბოლოს, ბატონო თენგიზ მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთას შეიძლება შეიცვალოს!

ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე! ბედნიერი ვიქნები, თუკი ქართველი ხალხი გმირი ექიმებისთვის 2020 წლის 18 მარტს აგუგუნებულ მადლიერების ტაშს მალე გაიმეორებს და ახალი კორონავირუსის პანდემიის დამარცხების აღსანიშნავად ჩვენს პატარა საქართველოში ისევ იგრიალებს გამარჯვების მხურვალე ტაში! ბედნიერი ვიქნები,თუკი ამ ბრძოლაში მომავალი ექიმები მხოლოდ პაციენტების უანგარო სიყვარულს, კოლეგიალობასა და ერთმანეთის გატანას ისწავლიან ჩვენგან! ქედს ვიხრი ყველა ექიმის წინაშე, რომლებიც იბრძვიან პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. მესმის სათქმელად ბევრი რამ ადვილია და ზოგჯერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებებია და არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას მიზნად არ ისახავდა. გთხოვთ, ნებისმიერი ექიმის მოსაზრებას პერსონალურ წყენად ნუ მიიღებთ. მე კი მხოლოდ ჩემი ხალხის ჯანმრთელობა და ბედნიერება გამახარებს! მე მხოლოდ, ჩემი პატარა პაციენტების უდარდელი ბავშვობა და მათი მშობლების სახეზე სიმშვიდის დანახვა მინდა, ვისი ოჯახებიც დღეს ფინანსურ პრობლემებს ებრძვიან თვითიზოლაციაში და აგერ მეორე თვეა ყოველი დღე გაურკვეველი მომავალის შიშით უღამდებათ!

პატივისცემით ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved