ექიმი ვილი პაჭკორია შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფიულ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. პაჭკორიას მდგომარეობა შიმშილობის მე-6 დღეს გაუარესდა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ვღებულობ მხოლოდ წყალს და რამდენიმე მილიგრამი ელექტროლიტები ემატება ამ წყალს რეგიდრონის წყალი და რამდენიმე ტაბლეტი ვიტამინი, რომ ორგანიზმმა შეინარჩუნოს მინიმალური ფუნქციის უნარი.
გამოვლინდა გვერდითი მოვლენები, მე მაინც არ შევწყვიტავ შიმშილობას, მე როგორც ექიმი და თეთრხალათოსანი, მოვალე ვარ ბოლომდე დავიცვა პაციენტის უფლება, ღირსება და სიცოცხლე”, – ამბობს ვილი პაჭკორია.
კომენტარები