უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
“პანკისში მუშაობს 2 ჰესი, მოსახლეობას კი ელექტროენერგიაცა და წყალიც მიეწოდება უხარისხო და გრაფიკით. ამოცანა გვეკითხება: რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ პანკისელებს მესამე ჰესის აგებაში? არც არაფერი.
ჰესები გამონაკლისი არაა; ამ ქვეყანაში არაფერი ადგილობრივებისათვის სასარგებლოდ არ კეთდება. შეხედეთ ჭიათურას და კაზრეთს, ყველაზე მეტს გასცემენ წიაღისეულითაც და ადამიანური რესურსითაც და ლუკმა-პური ვერ მიუღიათ სანაცვლოდ.
ამაშია საქმე. სანამ ქვეყნისთვის და ბიზნესისთვის ადგილობრივი მოსახლეობა მონასთან გათანაბრებული მუშახელია, არ ექნებათ მათ ხალხის მხარდაჭერა და ხელშეწყობა.
არ შეიძლება მთელი ქვეყანა რამდენიმე მილიონერმა ამოიდოს ლაჯებში. მაგაში არავის დავეხმარებით, უფრო პირიქით!”
კომენტარები