ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება H&M-ის სახელით დაგზავნილი შეტყობინებები. ლინკზე გადასვლისა და გარკვეული კითხვარის შევსების შემდეგ ვკითხულობთ, რომ კომპანია 500-ლარიან სასაჩუქრე ბარათს გადმოგვცემს. ეს ყველაფერი კი 74-წლიან იუბილესთან დაკავშირებით.

H&M-ის ინფორმაციით, ეს თაღლითური სქემაა.
„არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიასთან. ყალბი გზით ცდილობენ პირადი მონაცემების მიღებას. არ შეავსოთ განაცხადი“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარები