• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არ მგონია ეს სახუმარო ამბავი და არც ის ვიცი სანამდე მიგვიყვანს… ასე როგორ უნდა გაგრძელდეს?” – რას წერს ზურა შევარდნაძე

ალია ავტორი - ალია
04:02 06-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,862

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,რუსი არც მეგობარი მყავს, არც ნაცნობი, არც ახლობელი. არ ვიცნობ ამ ხალხს მათ მენტალიტეტს.
დღე არ გავა რუსულად მოლაპარაკე (ჭიშკარში ხომ ვერ დავჯდები და გადავარჩევ ვინ რუსია, ვინ უკრაინელი ან სხვა..) ბევრი მოდის ბაღში და გვთხოვენ წვეულების გამართვას. იმიტომ რომ რუსულად ლაპარაკობს პირდაპირ უარს ხომ არ მივახლი და გავაგდებ, მიწევს მოვუსმინო. ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამბყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე ყველაფერი მართალია.
მშვენიერი დასანახი წყვილი მიყვება დღეს: რომ უნდა 160 სტუმრის შეკრება ჩვენს ტერასაზე და მშვიდად აგრძელებს ” ქეტერინგ სვოი, ორგანიზატორ სვოი, ნაპიტკი ი ბარმენ სვოი, მუზიკა, ზვუკორეჟისორ ი აპარატურა სვაია, ფოერვერკ სვოი, ფოტოგრაფ ი ვიდეოგრაფ სვოი, ფლორისტ ტოჟე სვოი….” აი აქ კი უკვე ფეხზე ვდგები და ვეუბნები, რომ მათთვის სასურველი რიცხვი დაკავებულია და მკვახედ ვემშვიდობები. ვერ ვხვდები ასე როგორ შეუძლიათ, დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული “ტუსოვკის” გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?
ბოლო დღეებია ყველა მეგობარს ვუზიარებ ამ ამბავს, მიყვებიან, რომ არაა ეს ახალი, რომ რუსებმა რახანია თბილისში და არა მარტო მოაწყვეს თავისი ბიზნესები და მშვენივრად მუშაობენ. მეგობარმა ფლორისტმა მითხრა, რომ ძალიან შეუმცირდა დაკვეთები რაგდან რუსები გაცილებით იაფად სთავაზობენ იგივე სამუშაოს, იღებენ და ასრულებენ დაკვეთებს. სქემაც ამიხსნა.. მე რომ 100 ლარის ღირებულების მცენარე გავყიდო, იმ ასი ლარიდან ვიხდი დამატებითი ღირებულების გადასახადს 18 % ს, ხელფასად გადასახდელი თანხიდან საშემოსავლო გადასახადს 18% ს, მიწა, ქოთანი, სასუქიც ხომ სჭირდება ამ მცენარეს ისიც ხომ ხარჯია, თუ რამ დამრჩება ამის შემდეგ მოგება იმ მოგებულიდან კიდევ მოგების გადასახადსაც ვიხდით ბეჯითად.. ჩვენი “ძვირფასები” კი არეგისტრირებენ ინდმეწამეს თურმე, რაც გულისხმობს , რომ ასი ათას ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში ნავაჭრის მხოლოდ ერთ პროცენტს გადაიხდის, რომ მიუახლოვდება ამ დაწესებულ ზღვარს შეაჩერებს სტატუსს და ინდმეწარმედ დაარეგისტრირებს ოჯახის მეორე წევრს და ასე..
კი ბატონო მე არ დავთანხმდები, შევკრავ წარბს და ზოგს კულტურულად და ზოგს არაკულტურულად გამოვემშვიდობები მაგრამ არ მგონია ეს სახუმარო ამბავი და არც ის ვიცი სანამდე მიგვიყვანს. ასე როგორ უნდა გაგრძელდეს?
ფოტო #ზაქარიაჭელიძე

თეგები: გარდენიე შევარდნაძეზურაბ შევარდნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved