ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ბოლო წლების მანძილზე ამ ქვეყანაში რომ ქურდები შემოდიან და გადიან ბავშვმაც კი იცის. ლავას ოღლის ჩართულობა არჩევნებში, ბათუმურ გარჩევებში ბევრჯერ დადასტურდა. ამ ფონზე, იმედია ხელისუფლება მამას (კანონიერ ქურდს) შვილის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლებას მისცემს. არ მგონია ამ ქვეყანაზე არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ ამბავს გააპროტესტებს.“
შეგახსენებთ, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 9 ტყვია მოხვდა. თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა შესაძლოს მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს. მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას კი თავად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია. ის პირველი ქართული სოციალური ქსელის, “ფიდსის” შემქმნელი იყო; მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ.
კომენტარები