• რეკლამა
  • კონტაქტი
22:41, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
15:05 02-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგზე ახმოვანებს თავის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

„მსურს, ვთქვა კიდევ უფრო მთავარი სათქმელი – დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძეს ეკუთვნის, პარლამენტი კი, კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ხოლო ყველა ინსტიტუტი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში და ფარსში. ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი, ეს არის ჩემი ენერგიის წყარო. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი მორალურად, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა, მეთქვა. ორი თვის განმავლობაში მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვითხოვ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. შოთაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილის პროკურატურამ იცით, რომ ერთკვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ, ჩემზე კარგად იციან. ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოთხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს. 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს – იგივე უნდა გააკეთონ, ასე შეწყვეტენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათ გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული. მე სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი“

შეგახსენებთ, გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია დღეს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკანორ მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განჩინებით, ნიკანორ მელიას გირაოს გაზრდილი ოდენობის – 40 000 ლარის – გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთი კვირა და გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved