ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი კოლეგებს მიმართავს:
“ახლა კი სრული სერიოზულობით კოლეგებო. არ გეგონოთ შემთხვევითი გადაცდენები, გთხოვთ. ესენი იმ ორკებისგან არაფრით განსხვავდებიან. არ ჩათვალოთ რომ მეუფე ანტონი გაგგიჟდა, ვოლსკის ნერვებმა უმტყუნა, წულუკიანს შეტევა აქვს, ღარიბაშვილი გაბრაზდა და ასე შემდეგ. სრულიად მიზანმიმართულად იქცევიან ასე. მიზანი- თქვენი- და ჩვენი წყობიდან გამოყვანაა. ვიცი, ძალიან დიდია ამ დროს იმის ცდუნება, რომ ის მიკროფონი სხვა დანიშნულებით გამოიყენო ადამიანმა – მაგრამ არა. უმორჩილესად გთხოვთ, რომ არა. მარტო ასე მოვიგებთ ამ ნერვების ომს. წყნარად, ორგანიზებულად, ერთად ყოფნით და ჩვენი საქმის კეთებით. ისტერიკაში ისინი ჩავარდნენ. ჩვენ არ გვინდა, გთხოვთ”.
კომენტარები