რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძეა. დემონსტრაციას შეუერთდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობდნენ. შეკრებილი მოქალაქეები 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.
შეკრებილი ადამიანები ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩევიან და ჟურნალისტების მიმართ აგრესიას იჩენენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
კომენტარები