• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აქაც და იქაც“ – ფილოსოფია პოეტურად

ალია ავტორი - ალია
17:01 01-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,811

ანი დვალიშვილი

„აქაც და იქაც“, – ასე ჰქვია თეიმურაზ ჭუმბურიძის პოეტურ კრებულს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა.პოეტური კრებულის სახელწოდებას ფილოსოფიურ განზომილებაში გადავყავართ და სრულიად გასაგებია, რომ პოეზია ფილოსოფიური ჟანრისაა. ფილოსოფია პოეტურად, – ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ მის პოეზიას. ახალ კრებულში შესულია მისი ლექსი „ტერფისხელა მიწა“, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და სწორედ ამ ლექსით, მან 2014 წელს ეროვნული ჯილდო „ოქროს პერგამენტი“ მიიღო. გარდა პოეზიისა, მკითხველი იცნობს მის ნოველებს, ჩანახატებსა და მოთხრობებს.

ახალი კრებულისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ალიას“ თეიმურაზ ჭუმბურიძე ესაუბრა.

“კრებულის გამოცემა პანდემიის გამო დაგვიანდა. სიმართლე გითხრათ, ვღელავდი. მიუხედავად იმისა, რომ კრებულში შესული ბევრი ლექსი მკითხველისთვის უცხო არ არის, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდნენ. მიხარია, რომ კარგად მიიღეს. რთული იყო კრებულისთვის ლექსების შერჩევა. დიდხანს ვარჩევდი და ბოლოს შედგა კრებული  – სახელწოდებით, „აქაც და იქაც““.

თქვენ პოეზიაში არის სევდა, უიმედობაც და როგორც თქვენ ამბობთ არის მომენტები, როცა „დუმილიც დუმს“, მთლიანობაში ვფიქრობ, ადამიანებს იმედს უჩენს. ფიქრობთ, რომ მთავარი იმედია?

„მიხარია თუ ასე ხედავთ. პოეზიას ბევრი დანიშნულება აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანი ცაში უნდა ააფრინოს მიწიდან და ზემოდან დაანახოს თავისი თავი, ყოფა და ემოციურად დამუხტოს, დაეხმაროს თავის ძიებაში, მერე უკან დააბრუნოს და მოქმედებისკენ უბიძგოს. მწერლობას, ისევე როგორც, ხელოვნებას, დიდი მისია აკისრია ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლისკენ, რომ შემდეგ მათ სამყარო უკეთესი გახადონ“, –  გვეუბნება მწერალი და დასძენს, რომ „თუ კი ჩემი პოეზია 1 ადამიანის ცხოვრებას მაინც შეცვლის უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვიქნები.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მწერალმა გვითხრა, რომ დაასრულა ახალ წიგნზე მუშაობა და მკითხველი მის პროზაულ ნაშრომს მალე იხილავს. 

„პანდემიის პერიოდმა სულ ვმუშაობდი. დავასრულე წიგნზე მუშაობა. ეს იქნება ფსიქოლოგიური დრამა, რომელსაც მკითხველი მალე იხილავს“.

პროზა თუ პოეზია? , – ვკითხეთ, რაზეც გვიპასუხა: „ყველა პოეზიაში არის პროზა და ყველა პროზაში პოეზია“.

სხვა პასუხს არც ველოდით, მისი ფილოსოფიური პოეზია ამის თქმის უფლებას გვაძლევს. ადვილი არ არის, პოეზიით შეძლო ადამიანი დაასევდიანო, შეეხო მის ეგოცენტრულობას და თან იმედი მისცე და დაარწმუნო, როგორც მის ლექსშია „არავინ იცის, რამდენი დროა ჩემთვის განსაზღვრული. არადა დრო გადის ყოველდღე, ყოველთვე, ყოველ წელიწადს. უნდა ვიცხოვრო!“.

ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, როგორც თავად თქვა, მის პოეზიაში ნამდვილად არის პროზა და მის პროზაში კი რაც აქამდე წაგვიკითხავს, ნამდვილად არის პოეზია.

მწერლის ბიოგრაფია და აქტივობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია – თეიმურაზ ჭუმბურიძე ცნობილი ქართველი მწერალი, ფილოლოგი და ფსიქოლოგია. ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ასოცირებული წევრია. სამწერლო მოღვაწეობის გარდა ის აქტიურადაა ჩართული სხვა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ პროცესებში. სხვადასხვა დროს იყო არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი. არის საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს გამოცემის ლიტერატურული რედაქტორი და გამოცემის სლოგანის- „ღვინის პირველი წვეთი“ –   ავტორი. ამ სლოგანით საქართველო არაერთ ტურისტულ და ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა და მკითხველს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ღვინის ისტორიის შესახებ უყვება. არის რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორი, ლიტერატურულ პროცესებში მონაწილეობისათვის მიღებული აქვს არაერთი მადლობის სიგელი თუ დიპლომი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved