• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქ წყდება დღეს ჩვენი ბედიც” – დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა და მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
15:10 04-08-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
609

დედა სიდონია უკრაინაში ჩავიდა ავტოკეფალიური ეკლესიის პირველ იერარქს მიტროპოლიტ ეპიფანეს შეხვდა.

“ერთი წელი ჩემი მორალური მხარდაჭერა ჩემი სიმშვიდისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი და ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, მივხვდი, რომ ფიზიკურადაც უნდა ვყოფილიყავი იმ მხარეს, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც არიან ამ უზარმაზარი უსამართლობის, სისასტიკის მსხვერპლი. ფიზიკურადაც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი იმ ადამიანებთან და შესაბამისად, უნეტარეს ეპიფანესთანაც გამომეხატა როგორც სასულიერო პირს მხარდაჭერა და თანადგომა.

შეხვედრა იყო არაჩვეულებრივად თბილი, მეგობრული, ისინი არიან ძალიან მადლიერები, კეთილგანწყობილები საქართველოს მიმართ – ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ჯერ ვერ გავაჟღერებ. ძალიან მალე დავიწყებთ თანამშრომლობას […] უკრაინის გადარჩენა არის საქართველოს გადარჩენა და ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, უკრაინაში წყდება დღეს ნამდვილად ჩვენი ბედიც”, – განაცხადა მან.

დედა სიდონია აღნიშნავს, რომ საქართველომ მეტად უნდა ითანამშრომლოს იმ ერთან, რომელიც ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა ყველამ ისე უნდა გამოხატოს, როგორც შეუძლია.

“ალბათ, ჩემთან მაინც მოერიდებიან ამაზე [მთავრობაზე] საუბარს, რომ რაღაც საყვედურად არ აღვიქვა, იმიტომ, რომ მე ავდექი და სრულიად მარტო ჩამოვედი. ჩემთან უფრო მადლიერებას გამოხატავდნენ ხალხის მიმართ. ამიტომ, ჩვენი როლი, ვინც ამას აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ქართველების აქტიურობა ამ საშინელ ომში და ბრძოლაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვისაც რა შეგვიძლია, მაქსიმუმი უნდა გამოვხატოთ, რომ ვიდგეთ ამ ერის გვერდით.

რეალურად, ეს არ არის მარტო უკრაინის ომი და მარტო უკრაინისაც რომ იყოს, მაინც აქ ვიდგებოდი. ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ საფრთხე არის რეალურად და დღეს რაკი მშვიდობაა, ეს მშვიდობა იქნება მუდმივი. ვართ საფრთხის წინაშე, ამიტომ წინდახედული უნდა ვიყოთ უფრო მეტად, მეტად უნდა ვითანამშრომლოთ იმ ადამიანებთან, რომელიც ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვის ახლა. ვისაც როგორ შეუძლია, ასე გამოხატოს და მე ძალიან მიხარია, რომ იმ ადამიანების გვერდით ვარ, რომლებმაც ეს გარისკეს, გაბედეთ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი დავაბალანსოთ და გავანეიტრალოთ იმით, რომ ერია მაინც მნიშვნელოვანი, ქართველო ერი საით იდგება”, – განაცხადა დედა სიდონიამ.

დედა სიდონიას განცხადებითვე, დღეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სამძიმარზე იმყოფებოდა. ამასთან, მოინახულა ქართველი ლეგიონის მებრძოლებიც. ის აღნიშნავს, რომ უკრაინელების შემდეგ, დღეს იქ ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის.

წყარო: „ფორმულანიუსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved