• რეკლამა
  • კონტაქტი
01:08, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, აქ ყაველაშვილს გაუჩნდა შანსი, რომ ევროპის ყველაზე სასაცილო “პრეზიდენტი” აღარ ყოფილიყო” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
17:55 05-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21,613

ისტორიკოსი ბექა კობახიძე:

,,რუმინეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მოხდა სასწაული.

პირველ ტურში პოპულისტმა პრორუსმა კანდიდატმა ჯორჯე სიმიონმა 41% მიიღო და მთელი 20%-ით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ნიკუშორ დანს, ვინც დედაქალაქ ბუქარესტის მერია, მყარად დგას ევროატლანტიკურ ვექტორზე და მხარს უჭერს უკრაინას.
აქ ყაველაშვილს გაუჩნდა შანსი, რომ ევროპის ყველაზე სასაცილო “პრეზიდენტი” აღარ ყოფილიყო, რადგან სიმიონმა კითხვაზე თუ რა ფორმისაა დედამიწა – უპასუხა, რომ ამის შესახებ სპეციალისტებს უნდა კითხონ. მოკლედ, ორბანი და ფიცო დალაგებულ ხალხად ჩანდნენ ბატონ სიმიონთან შედარებით.

თუმცა, ვინც პირველ ტურში იზარმაცა და არ გავიდა არჩევნებზე, შეძრული აღმოჩნდა კარსმომდგარი საფრთხით და მეორე ტურში ქუდზე კაცი გავიდა. შესაბამისად, დანმა მიიღო 54%, ხოლო სიმიონმა 46%. ასეთი დაქაჩვა თუ ქამბექი ისტორიიდან არ მახსენდება.
ეს გამარჯვება კიდევ უფრო საკვირველია იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ტურში მესამე ადგილზე 15%-ით გავიდა ვიქტორ პონტა, რომელიც სიმიონისამებრ პოპულისტია და ივარაუდებოდა, რომ პონტას ამომრჩევლები სიმიონისკენ გადაიხრებიდნენ. საბედნიეროდ, პესიმისტური პროგნოზები არ გამართლდა.

ეს არაერთი მიმართულებით არის ძალიან კარგი ამბავი:

1. რუმინეთი არ დაიკარგა და ორბან-ფიცო არ გასამდა;

2. რუსეთი, მასობრივი ჩარევის მიუხედავად, რუმინეთში დამარცხდა;

3. ორბანს გაისად აქვს აქვს არჩევნები და ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად არის სერიოზული შანსი რომ წააგოს. რეიტინგები მის სასარგებლოდ არ მეტყველებენ.
დემოკრატიაცა და ავტორიტარიზმიც გადამდებია. სიმიონის გამარჯვება გააძლიერებდა ორბანის პოზიციებს არჩევნების წინ, ხოლო მისი მარცხი დაასუსტებდა. ჩემი აზრით, უნგრეთის არჩევნებზე ამას ექნება პირდაპირი გავლენა. ამიტომ, ორბანი ღიად უჭერდა მხარს სიმიონის გამარჯვებას. თუმცა, რუმინეთში (ტრანსილვანიის პროვინციაში) ცხოვრობს ერთი მილიონი ეთნიკური უნგრელი, რომლებიც ქუდზე კაცი შეიკრიბნენ და ნიკუშორ დანს მისცეს ხმა. რუმინეთის უნგრელთა ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ვიქტორ ორბანის მიერ სიმიონის მხარდაჭერა. უნგრელთა ეს განწყობები, წესით, რუმინეთიდან უნგრეთში გადაედინება;

4. სექტემბერში უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნებია მოლდოვაში. რუსეთი შეეცდება მოლდოვის წაღებას. ასეთ დროს, რომ რუმინეთის, როგორც მოლდოვის “დიდი ძმის”, სათავეში პროევროპელი და პრომოლდოველი ლიდერია, ეს დიდად წაადგებათ მოლდოვის პროდასავლურ ძალებს;

5. ამერიკაში ტრამპის გამარჯვება ვერ გამოდგა გადამდები და ამას არ მოჰყოლია პოპულისტური ტალღა. უფრო კი პირიქით, კანადელმა და ავსტრალიელმა კონსერვატორებმა ფაქტობრივად მოგებული არჩევნები წააგეს, რადგან მათ მოსახლეობებს ტრამპიზმის შეეშინდათ. პოპულიზმმა წააგო რუმინეთშიც. გაჩნდა იმედი, რომ უკრაინაში ომის მსვლელობისას შეიძლება დროებით მაინც შეჩერდეს “პოპულისტური პანდემია” და ევროკავშირი შიდა არეულობის ნაცვლად გაერთიანებული გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. ეს ამბავი, საბოლოო ჯამში, ჩვენს შინნაზარდ პოპულისტებსაც დაარტყამთ, აუცილებლად. პოპულიზმი პანდემიაა, რომელიც ცალკე აღებული საქართველოში ვერ დამარცხდება და, მისი გლობალური დამარცხების შემდეგ, ცალკე აღებულ საქართველოში ვერც იარსებებს.

თუმცა, პოპულიზმის გლობალურ დამარცხებაზე საუბარი ძალიან ნაადრევია. დღეს რუმინეთში გადარჩა ევროკავშირი, მაგრამ ხვალ შეიძლება რომელიმე სხვა ქვეყანაში გაიმარჯვოს პოპულიზმმა და ახალი ორბანი წარმოშვას. ამიტომ, აუცილებელია ევროკავშირმა მოძებნოს გზა და შეცვალოს მიდგომა. ევროკავშირის გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ხმათა 2/3-ით, რაც ცალკეულ პოპულისტებს ვეტოს უფლებას წაართმევს და ორბანებს ორბანობის ხიბლს დაუკარგავს.

ბუნა ზიუა რომანია!“

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved