• რეკლამა
  • კონტაქტი
16:53, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანტონ ობოლაშვილი – ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის

ალია ავტორი - ალია
19:41 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

,,ასპინძაში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველა სამუშაო მიმართული იმისკენ, რომ დაძლეულ იქნას ის გამოწევები, რომელიც გვაქვს’’ განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა, ასპინძაში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას. მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს. ,,ყველა სოფელში მიმდინარეობს  გაზიფიცირება, სარწყავი და სასმელი წყლის მოწესრიგება. დარწმუნებული ვარ, ეს გამოწვევები მალე იქნება დაძლეული და ადგილობრივებს ექნებათ განვითარების მეტი შესაძლებლობა. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ.  ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ ამ მიმართულებით იგეგმება ათეულობით მილიარდი ლარის ინვესტიცია, რაც მეტი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. აუცილებელია ამ პროგრამების მაქსიმალური გამოყენება.’’- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტს გააჩნია. ,,ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, ვიყო ასპინძის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი და მისი განვითარების მონაწილე.  ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის მიმართულებით. ტურისტებისთვის ასპინძა ნამდვილი სამოთხეა. რადგან აქ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურულ–ისტორიული არქიტექტორული ძეგლები, რომელთა წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში  ფასდაუდებელია. ვარძიის კედლებში ინახავს ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილებას და ეს თითოეული ქართველისთვის არის საამაყო. პროექტებს, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს ხელმძღვანელობდა ჩვენი მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე და აუცილებელია მან გააგრძელოს ეს სამუშაოები, რადგან ასპინძა განვითარების სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, თავისი გეგმებით ის გააკეთებს ყველაფერს,  რომ თითოეული ასპინძელისთვის იყოს განვითარების მეტი საშუალება. ხვალინდელი ასპინძა იქნება ბევრად უფრო უკეთესი და როსტომი იქნება ასპინძის წარმატებული მერი’’ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved