მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, ANONYMOUS-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან მონაცემთა ბაზა წარმატებით მოიპოვა, ჩამოტვირთა და გაავრცელა საკუთარი Twitter-ის გვერდზე.
მონაცემების გადმოწერე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Anonymous-ის სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, Russia Today (RT) გახდა, რის შედეგად RT-ის ვებ-გვერდი გაითიშა.
კომენტარები