რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარში რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება განიხილეს. ინფორმაციას რია ნოვოსტი კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს და ვლადიმირ პუტინმა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა, ერდოღანმა კი “მისი კარგად ცნობილი მოსაზრება” გააცნო, რომ ანკარა არ ცნობს ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ – მისივე თქმით, ეს პრინციპული პოზიციაა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მიღწეული იყოს შეთანხმება მინსკის შეთანხმებაზე დაყრდნობით.
ერდოღანის თქმით, პრობლემების გართულება და მით უფრო სამხედრო კონფლიქტი მომგებიანი არავისთვის არ არის.
21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.














კომენტარები