• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე – ვფიქრობ, მაისში „სინოვაკის“ ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს

ალია ავტორი - ალია
09:38 05-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ვფიქრობ, მაისში „სინოვაკის” ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმუნიზაციის საბჭომ ავტორიზაციამდე მისი გამოყენების რეკომენდაცია გასცა, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა კიდევ ერთხელ იქნება.

„სინოვაკი” გახლავთ მეორე ჩინური ვაქცინა, რომელიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს 32 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის დაახლოებით ექვს ქვეყანაში. უკვე 100 მილიონზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. უახლოესი ნაშრომები გამოქვეყნდა „სინოვაკთან” დაკავშირებით, სადაც მისი საკმაოდ მაღალი ეფექტურობა დასტურდება, დაახლოებით 90 პროცენტამდე ეფექტურობა.

„სინოვაკთან” დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭომ გასულ კვირას იმსჯელა და მიიღო რეკომენდაცია სამინისტროს მიმართ, რომ შესაძლებელია, დაიწყოს მისი ადმინისტრირება ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. ჯანმოს ავტორიზაციისთვის საბოლოო ფაზაში იმყოფება. მოგეხსენებათ ჯანმოს სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის ერთ-ერთი პირველი პუბლიკაცია, რომელსაც ეყრდნობა შემდეგ ავტორიზაციის პროცესი, საკმაოდ დადებითი „სინოვაკთან” მიმართებაში იყო. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ „სინოვაკს”ავტორიზაციაზე განაცხადი შეტანილი აქვს ასევე ევროპის წამლის სააგენტოში. ამიტომ, დიდი ალბათობით, მაისში ის მიიღებს ავტორიზაციას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთხელ იქნება განხილული ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე საკოორდინაციო საბჭოზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი ადმინისტრირების დაწყებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved