ამერიკული კონცერნი „ამაზონი“ სამსახურიდან 18 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ენდი ჯესიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკაში გაურკვეველ სიტუაციას და ბოლო 2 წლის განმავლობაში „ამაზონში“ თანამშრომლების დიდი რაოდენობით სამსახურში აყვანას უკავშირდება. საკადრო შემცირებები ძირითადად გაყიდვების და პერსონალის დაქირავების განყოფილებებს შეეხება.
ეს „ამაზონში“ ყველაზე დიდი ერთჯერადი შემცირება იქნება.
კომენტარები